kids.ge logo

ასოხატულა კუნწულები

ფავორიტებში დამატება
რჩევანი, არადანი.
ლამს ახვევს ალამდარი.
ამ მიწის და ამ ცის დარი
რის სადმე?
- არსად არი!

ილიკ-ბილიკ ბურტყუნებს
ბრიყვი ბელი-ბელუკა
- ბანით ვჯობნი ბულბულებს,
ბეჭებით კი - ბერმუხას!

უგუ-გუგუ! -
გუგულმა,
გულჭრელათა გვარისამ,
გამარჯობა გვისურვა,
გული გაგვიხალისა.

იდი დათვი დრუნჩინი,
დუდღუნა და დანდალაო,
დილით ადრე წამომდგარა
თაფლის ჭამით დამთვრალაო.
დამთვრალა და და, და, და!
რა დიდგულა გამხდარაო!

ნაჭიკჭიკა ელენე
ექვს სტუმარს ერთად ელისო:
კუნას, ელდარს, ექვთიმეს,
ვას, ემზარს და ელისოს.
კედელ-ჭერს სწვდება სურნელი
სველ-სველი ენძელებისო.

ანის ველზე ვენახი გვაქვს
ვბარავთ, ვმორჩნით, ვწამლავთ, ვყელავთ.
ვერვისნ გვჯობნის სწავლაში და
ვაზის მოვლაც ვიცით ყველამ.

რი ზანზარებს უზარმაზარი,
ზარმაც ზაზუნას დასცა თავზარი.

რიალეთის მთათა კალთებს
თავზე მთვარე დაჰქათქათებს.
თეთრ თელასთან ფთილაა თუ
თეოს თეთრი თრითინა თვლემს.

ისფერი ივნისის ცა
სევ ბრწყინავს მზით გიზგიზა.
ივრისპირა ილაღზე
იფნის ისრებს ითვლის იზა.
ვის მიართმევს, იცით, ვისა?
ციცქნა ბიჭსა ირაკლისა.

უტკალია სკუპი-სკუპა
კვლავ გაჰკივის კარდაკარა:
- კალითის მკალავი ვარ,
საკორკოტე ქვაბ-კასრს ვკალავ.

ომმა დაღლილი თვალი მილულა,
სველ ლელიანში სულს ლევს გმირულად.

ელამ მოგაგნო, მამალო,
მურას მოუხმე მალეო!
მანამ მშველელი მოგივა,
მაყვლნარში მიიმალეო.

ამნაპკური ნანას ყანა
ტანს იმშვენებს თანდათანა,
ნიავს ნაზად მინდობილი
ისმენს ნარნარ იავნანას.

ქროსფრად მორთულ
ოქტომბრის ბოლოს,
ო, როგორ უხმობს
ლოლი ოლოლს!

აპანებაში ტყის პირას
პავლიას პაპამ პაპუნამ
პილპილს, პრასას და პამიდორს
აპკურა შხაპი შხაპუნა.

ოლოს ჟვერიდან
ჟინჟღლი ჟონავს.
ჟანგისფერ ჟირაფს
შეაჟრჟოლა.

აშს მათხარი გადავკარი,
ნაპერწკლები გადმოჰყარა.
წინ გავარდა, როგორც ქარი,
მაქრილა შარა-შარა.

ოსო ასე რას ხალისობს?
დღეს სურვილი აისრულა.
საგანგებოდ შეკერეს
სამასო მასურა.

ირის მარტი, გულს უკლავს
შინ ჩაკეტილ პატარებს.
ტატას ბატი ფარფატა
ტალახ-ტალახ ტანტალებს.

მაძღარა ღრუტუს უჩა
ნაბს უყრის ბღუჯა-ბღუჯა.

რათაფოფინა ფარშავანგი
ფანტავს ფერად ფერებსაო.
ფრინველეთის დედოფლობას
ფრიად შეიფერებსაო.

რი დაჰქრის ბაქი-ბუქით,
ქოხში გაქრა ჭრაქის შუქი.
მაინც არ კრთის ციცქნა შუქრი,
თავს ეფრქვევა მთვარის შუქი.

ობის თავზე ვეღარ ვხედავ
ღუდღუდელა ღოღნაშოსა! -
ოღროჩოღრო ღელის გაღმა
შეღრუტუნა ღორმა ღორსა.

ანჩა-ყუტა აყლაყუდა
რიყე-რიყე წალაყუნდა.
ყიყინდნენ ბაყაყები:
- გადაგვყლაპავს ბაყბაყდევი!

რიშურა შინდიანში
შტოზე შეჯდა შვიდი შაშვი.
შეეხვეწა შაქრო შიოს:
- შვილო, შურდულს შეეშვიო!

უმად გამცალა ყვანჩალამ,
ჩარდახში არა დამრჩა რა...
ჩირი, ჩურჩხელა, ჩამიჩი,
ჩანთით შინ წაჩანჩალა.

ივი ცვარი ცივა ციდან,
სცივა, სცივა ციდა ცინდალს.
ცხიკ და ცხიკო! - აცემინებს
ციცქნა ცხვირი გაცივდა.

ეძვის ძირს მიძინებულმა
ძლივს გაიღვიძა ენძელამ.
ძოწისფერ მზეზე პატარძალს
ძილი უთუოდ ეძნელა.

ვიმიანში გაწეწილი
წისქვილის წინ წუხს წიწილი.
- წია-წია! - მწარედ წივის
წნორის წკნელზე წაჰკრა წვივი.

ინჭრებშუა ჭივჭავები
ჭანჭურს ჭამენ ჭინაჭამს.
ჭრიჭინები გაჭყეპილან,
ჭინჭილებით სვამენ მაჭარს.

ევ-ხევ ხერხი მოცუხცუხებს,
ცახცახებთ ვერხვებს, მუხებს.

ანსუღმა და ჯმუხმა ჯარჯიმ
ჯადოქარზე გამარჯვეს.
ჯახაჯუხი აღარ გააქვს
ჯოხის ხმლებს და აბჯარ-ხანჯლებს.

არლალალე!
ჰერი, ჰერი! -
ჰასან, ბიჭო,
რა ჰანგს მღერი?
- ამ ჰანგს ჰქვი
მშობლირი,
ჰოდა, მიყვარს,
ვით ჰარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ორი ფისოფისოს ფისო ესტუმრა, მოეწონა ძალიან: - როგორა მგავს, თითქოს-და ჩემი ტყუპის ცალია. შავტუხაა ჩემსავით, გაბურ...სად არიან წელიწადის დრონიმზე მიწაზე ჩამოსახლდა, ზაფხულია ბარში ახლა. - სად გაიქცა გაზაფხული? - გაზაფხული მთაში გახლავთ. იქ ღრუბლებ...ცივა კურდღელს, ცივაცივა კურდღელს, ცივა! მზე ვერ ათბობს მთა-ველს, თოვლის ფანტელები ხეებს თეთრად რთავენ, ცივა კურდღელს, ცივა! ...ზოოპარკიჩიტს რა უნდა გალიაში? -ეჰ, ლურჯი ცა ვინ აღირსა! -ეს თევზები რას დარდობენ? -წყალს ნატრობენ მდინარისას! -რა...დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სიყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026