kids.ge logo

ლალის მამალი

პატარა ლალი დევიძეს

ფავორიტებში დამატება
ლალის მამალს ვინ არ იცნობს -
დადის, როგორც ბედარი,
ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს,
რის მათი მეთარი.

მაყი და ყოყოჩაა,
არ იკარებს არვის ახლოს
და ვერავინ ვერც გაბედავს
ბატონოდ ხელი ახლოს.

მუდამ ჩხუბობს, არ ისვენებს,
მამაცი და მხირული,
უყვარს კარგი საკენკისთვის
ეზო-ეზო სირული.

მხოლოდ ერთი მწუხარება
გულს უღონებს ლალის მამალს,
ყველა თავის ტოლ-ამხანაგს
უბნება იგი ამას:

რომ ყიყლიყო აღარ ისმის,
დაურჩრდილავს ქარხნის მილებს,
რომ მის ნაცვლად გათენებას
ხალხს საყვირი ატყობინებს.

და წუხს ლალი. რა ქნას ლალიმ,
სურს მამალი ანუგეშოს,
ნაირ-ნაირ საკენკს უყრის
უნდა, ხმა რომ გაკეთოს.

და მამალიც, ოქროსფერი,
წაიგრძელებს კისერს კვნესით.
ყივის, მაგრამ ეს ყივილი
დღეს არავის აღარ ესმის...

ხალხს შრომისკენ მოწოდებს
საყვირების მწყობრი ბანი,
ლალის მამალს მაინც არ სურს
გატეხოს იხტიბარი.

სე ამბობს: მე ყიყლიყოს
ვერავინ ვერ დამავიწყებს,
ყოველ დილით - სხვებს თუ არა -
ლალის მაინც გავაღვიძებ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!ყველა ხევსური და ყველა სვანი, ქართველი ქალი თვალებმაყვალა, ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შე...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა წითელ-ყვითელ ფერებით, მოსავალით აივსო კოლექტივის ველები. დაიტვირთნენ ვაზები, დაიშაქრნენ ...ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...სალაღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026