kids.ge logo

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი

ფავორიტებში დამატება

ყოველ დილით ღიღინ-ღიღინ
იჩქარიან სკოლაში
შვიდი და-ძმა მუსიკოსი -
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
დო ყველაზე დაბალია,
ეს ამბავი სულ არ სწყინს,
იმ და-ძმებს ხომ სკოლისაკენ
დო მიუძღვის მუდამ წინ.
მათი სკოლა უცნარი
ნეტავ ახლოს გაჩვენათ,
სე გამხირულდებით,
თქვენც ისურვებთ დარჩენას.
ვილინოს გასაღები
სკოლის კართან დამდგარა,
შიგ კი მოჩანს ხუთი წვრილი
კაფანდარა ქანდარა.
ქანდარაზე შეგირდები
სკუპი-სკუპით სხდებიან,
ერთი კარგად მოუსმინეთ,
რა ლამაზი ხმები აქვთ!
სხვა და-ძმებიც აქ სწავლობენ,
ამ მხირულ სკოლაში,
მათაც ზუსტად ასე ჰქვიათ:
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
ხმაწკრილა ვილინო
სალმება პატარებს.
ჟურნალს გაშლის და გაკვეთილს
სულ სიმღერით ატარებს.
ადგილი თუ დავალება
ყველასა აქვს თავისი,
ბეჯითობენ და საღამოს
შინ მიდიან ხალისით.
ახლა და-ძმებს წინ მიუძღვის
სი - ყველაზე მაღალი,
კან რე და დო მიჰყვებათ
დოლითა და ნაღარით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლოჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა, შოკოლადის ფილა, მოგილოცავთ სუყველას ახალი წლის დილას! ოქრო გოგო-ბიჭებო, დამიბერდით...ჩვენი ბაღიჩვენი ბაღი ბაღნარია, აქ სულ სიცილ-ხარხარია, მზე გვიცინის რახანია, თავს ჩიტებიც დაგვხარიან; აქეთ წყარო მოჩ...თოვლიათოვს მთა-ბარს, ტყეებს ათოვს. გაიღვიძე მურა დათვო! წამოდექი, ნუ ხარ ზანტი, საგუნდაოდ გამობრძანდი!...ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...ბიძინას ნატვრისთვალი- ნატვრისთვალო ციმციმავ, მინდა გთხოვო, იცი რა?.. ბებო გამიჯანმრთელე, ავად ხდება ხშირ-ხშირად. ნატვრისთვალო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026