kids.ge logo

ჯილდო

ფავორიტებში დამატება
ბებიამ უთხრა შვილიშვილს,
შენ გამახსენო, იქნება:
- ორს ერთი რომ მივუმატოთ,
ნეტავ რამდენი იქნება?
- სამი, - მიგო მაშინვე
ბიჭუნამ დაფიქრებლად.
- ჩემო ჭკვვინო ზაზული
დაიმსახურე შექება,
ჰოდა, ამისთვის, გეთაყვა,
სამი კანფეტი გერგება.
- მე კი მეგონა, ბებიკო,
რომ ნამდვილ პასუხს ითხოვდი,
ეგ რომ მცოდნოდა, მაშინ ხომ
ათია-მეთქი, ვიტყოდი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026