kids.ge logo

არაჩვეულებრივი კონცერტი

ფავორიტებში დამატება
შეიკრიბა ერთ მუშტად,
მომღერალთა დასი,
უნდათ ყველას აჩვენონ,
მათ სიმღერის კლასი.

ყვანჩალა და ჭრიჭინა,
კრაზანა და ფუტკარი,
სცენაც კი შეარჩია,
იმ დასმა საკუთარი.

მოიწვიეს მსმენელად,
გუგული და მწყერი,
პეპელა და კოღო,
ის სისხლისა მსმელი.

გამნათლებლად სცენისა,
რის ციცინათელა,
მიკროფონს ამონტაჟებს,
პატარა ჭიანჭველა.

დოლებთან ზის კოდალა,
ბასგიტარად ჩხიკვი,
მონდომებით ხერხავს,
ვილინოს იხვი,

საქსაფონზე უკრავს,
მამალ ინდარი,
მან თავისი გამებით,
გააყრუა ყური,

ვირტუოზმა კალიამ,
ახსნა ფორტეპინო,
დახტის კლავიშებზე და,
დავიწყდა პინო,

ანშლაგია ნამდვილი,
და გათავდა ბილეთი,
ყველას დასწრება უნდა,
გახდა იქ საგიჟეთი,

ძლივს ლოჟაში მოწყო,
ჭრელი ჭიმაკო,
პალმის ფარდა გაიხსნა
და კონცერტიც დაწყო,

რენაზე გამოდის,
ყელზე ბაბთით, მამალი,
მსმენელებს ეკითხება,
მსგავსი დასი სად არი?

ორკესტრის ხმა გაისმა,
აჭრიჭინდა ჭრიჭინა,
ყვანჩალამ ტემბრს უმატა,
სულ მთლად გადაჭიჭინდა.

ისმის ბანი ფუტკრისა,
საშინელი ბზული,
კრაზანამ კი ვერ შეძლო,
მისცა ბგერა ტყული,

თან ცეკვავენ,-თავები,
მომღერლები ჰგონიათ,
ხოლო სინამდვილეში,
რის კაკაფონია.

ტაში ისმის მქუხარე,
სცვივა ფერხთით ყვავილი,
კოღომ მწყერსა უკბინა,
ტეხა ქავილი.

პეპელამ კი ვარდებსა,
მოსწოვა ნექტარი,
ფუტკარი კი ყვავს ეცა,
და ჩასო ნესტარი.

გუგულს ესხმის კალია,
წამოუგდო თვალია,
ბუზიც ცუდად მოიქცა,
სცემა ჭიმაა.

გრძელნისკარტა კოდალამ,
ჩხიკვს გაპო თავი,
საცოდავს დაყენა,
განკითხვის დღე ავი.

ის სცენა გადაიქცა,
საჭიდაო ტატამად,
ტყუნი არვინ არ არის,
ყველა თავს გრძნობს მართალად.

მტრედი სახლში გაიქცა,
მშვიდობისა ნატრული,
ტელეფონი აღო,
მოძია პატრული,

პოლიციაც მოვიდა,
ფრინველთ რისხვა ქორი,
აბრილებს თვალებს და
ყვირის: „შეწყდეს ომი!“

ყველა სახლში გაიქცა,
დაშალა დასი,
არვის აღარ უნახავს,
ამ კონცერტის მსგავსი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცხოველთა აღლუმილომმა გასცა ბრძანება, გვაქვს ცხოვრება მალული, საჭიროა მოვაწყოთ, ტყის ნაპირას აღლუმი. დაე ყველამ შეხედოს, ...სუფთა ღრუტუნიაბინძური და ლაფიანი, დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი, სურვილი აქვს ღრუტუნიას, არა ბევრი, ორად ორი. რომ ეს ჭუჭ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...მეხანძრე სპილოგუდაც უკვე მობრძანდა, რომ გიამბოთ ზღაპარი, როგორ ცუდად მოიქცნენ, დათო, ზვიო, ბაქარი. ლაშქრობაზე წავიდნენ,...მზემ მოიკრიბა ძალ-ღონემზემ მოიკრიბა ძალ-ღონე, გახია ღრუბლის ვუალი, შეგვპირდა,არ მიმაგვატოვებს, ყოველ დღე თქვენთან მოვალო. თვალს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026