kids.ge logo

სუფთა ღრუტუნია

ფავორიტებში დამატება
ბინძური და ლაფინი,
დაძუნძულებს თხრილ-თხრილ ღორი,
სურვილი აქვს ღრუტუნიას,
რა ბევრი, ორად ორი.

რომ ეს ჭუჭყი მოშოროს,
დაბანოს მელე ტანი,
და მოძებნოს მარტოხელამ,
გულერთგული მეგობარი.

ყველა ვისაც ის მიადგა,
გვერდზე გადგა უცებ მისგან,
რას გევხარო, არ დაგვსვარო,
სულ შავი ხარ ტალახისგან.

გზაზე გუბე დანახა,
ნაწვიმარი სუფთა წყალი,
სიღრმეში კი იმ ორმოში,
მთლად მისნაირს მოჰკრა თვალი.

ი, ვნახე მეგობარიც,
სიხარულით ყველას ამცნობს,
სალმება მის ორეულს,
ახლობელს და ძლიერ ნაცნობს.

მოდი ძმაო ვიმეგობროთ,
კეთილი ვარ, არ ვარ ავი,
გუბის ღორიც ესალმება,
დაუქნია მანაც თავი.

მაშინ წამო ვისეირნოთ,
ჩლიქს უწვდის და მასთან იწვევს,
ის თავისთან იპატიჟებს,
ორმოშიო ერთად ვიწვეთ.

ღრუტუნია არც დაფიქრდა,
შებოტა შუა წყალში,
ეჭვი აღარ შეჰპარვია,
მის ანარეკლ მეგობარში.

და გუბეში რომ განერთხა,
ამღვრია სუფთა წყალი,
თვალს აცეცებს,ვერ პოლობს,
სადღაც გაჰქრა მეგობარი.

ცხელ ამინდში,ეამა და,
ნებივრა დიდი ხანი,
და ანაზდად დაბანა,
ღორს ის ჭუჭყიანი ტანი.

გაბრიყვებული და ნაწყენი,
ქშენა-ქშენით ადგა ზეზე,
მშრალ ბალახზე წამოგორდა,
და გაიშრო კანი მზეზე,

ბინძურ ღორსა ვეღარ სცნობენ,
ღრუტუნია სუფთა ხარო,
თხამ კი უთხრა: ასე ლამაზს,
შემიძლია მოგეკარო.

მეგობრობას სთავაზობენ,
ცხვარი, ცხენი, ძროხა, ვირი,
გული უძგერს სიხარულით,
რა ვარო დაწყევლილი,

მასთან თამაშს ესწრაფვიან,
და ადებენ თავზე თავებს,
ი, თურმე რა ძალა აქვს,
სიწმინდეს და სისუფთავეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაკურიანიმიქრის ტყეში კუკუშკა, ძლიერ ხმაურიანი, გველოდება მთის წვერზე, ჩვენი ბაკურიანი. უღრანი ტყე გვიხუტებს, ბუჩქ...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...ნატადედი, მითხარ ვერ გავიგე, ეკითხება დედას ნატა, რად არ იბანს ტუჩებს მყისვე, რძეს რომ დალევს ჩვენი კატა?...ტყუილებითურმე ტყეში ბებერ მუხას, მოტეხია ერთი ტოტი, ხის წვეროდან ჩამოვარდა, საცოდავი ბეჰემოტი. თევზი წყლიდან ამომ...ბუნების ენარას ჭიკჭიკებს ის მერცხალი, რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ? ლამაზი და მყარი ბუდე, აივანზე გაიკეთა, ხუთი ბარტყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026