kids.ge logo

ცხოველთა აღლუმი

ფავორიტებში დამატება
ლომმა გასცა ბრძანება,
გვაქვს ცხოვრება მალული,
საჭიროა მოვაწყოთ,
ტყის ნაპირას აღლუმი.

დაე ყველამ შეხედოს,
რომ ვართ ძლევამოსილნი,
ვერაგნი და ფეხმარდნი,
სილამაზით მოსილნი.

შეკრბა ცხოველთ ლაშქარი,
სპილო, ჯიხვი, მგელია,
რემი და ავაზა,
დათვი,ტურა,მელია.

გაპრანჭულნი მოდიან,
კურდღელი და ზღარბები,
მამუნებს ჩაუცვამთ,
საზემო კაბები.

ვახ რამდენი მხეცია?
შეიშმუშნენ ვერხვები,
ზებრებს უკან მოყვებათ,
ციყვები და ვეფხვები.

აქლემებიც მობრძანდნენ,
ყველა აღლუმს ესწრება,
მოუთმენლად ელიან,
მეფე როსღა ეწვევათ.

ჰორიზონტზე ლომი სჩანს,
ფეხქვეშ გასდის ბოლი,
და შემოჰკრეს დაფდაფებს,
გუგუნდა დოლი.
ფოფრილმა, ნარბენმა,
თმა უკან გადაწყო,
მიწას ტორი დაჰკრა და
ის აღლუმიც დაწყო.

ყოლებენ ფეხს და ხმას,
მოგუგუნე დოლებსა,
ეს ხმარი, გნისი,
სოფლად გაგონესა.

დაფრთხა ჯოგი,ნახირი,
მინდვრად ცხვრების ფარა,
მონადირე მხეცებსა,
ჩუმად მიპარა.

და გაისმა ჰაერში,
თოფის მჭახე გრილი,
ყური ცქვიტეს ნადირთა,
და ატყდათ წრილი.

ვინ სად გარბის არ იცის,
ფარვიან ბუჩქებსა,
მელა შიშით ცახცახებს,
აცმაცუნებს ტუჩებსა.

ლომი, ვეფხვი, ავაზა,
სევ ტყეში გარბიან,
გაოგნებული სპილო,
ტირს, დამალვა სწადია.

ირმები და ზებრები,
მონადირეს ელიან,
ცახცახებენ შიშისგან,
დათვი, ტურა მგელია.

იმ აღლუმზე გამოჩნდა,
ცხოველების ძალა,
სირბილისგან დაოსდნენ,
ყველა დამალა.

ტყის სიღრმეში განთავსდნენ,
და აქვთ შიშის ირი,
სთქვეს, რომ ქვეყნად არსებობს,
თურმე მათზე ძლირი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცნაური სიზმარიმძინარ თემოს სიზმრად, ესმა ბაგა ბუგი, საბანს,ლეიბს და ბალიშს, აეტეხათ ჩხუბი. თვითონ მოჩხუბართ შორის, იყო ...ეკლიანი მეგობარიტყეში ახლოს ცხოვრობდნენ:თხუნელა და მაჩვი, მახრა,თაგვი, ბაყაყი,ზღარბუნია დაჩი. დაჩი ჯერ სულ ციცქნაა,სწრაფი...გაზაფხულიგაზაფხული სურათია, თვალწარმტაცი,მომხიბვლელი, იებით და ენძელებით, გადიჭედა მინდორ ველი, ღიღილო და ვარდკაჭა...სოფიოს ზღარბებიმოდით უნდა მოგითხროთ, საოცარი ამბები გჯეროდეთ სიმართლეა არ გეგონოთ ზღაპრები. სოფოს ეზოს ბოლოში, ბინადრობე...მეხანძრე სპილოგუდაც უკვე მობრძანდა, რომ გიამბოთ ზღაპარი, როგორ ცუდად მოიქცნენ, დათო, ზვიო, ბაქარი. ლაშქრობაზე წავიდნენ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026