kids.ge logo

მხიარული ზღაპარი ნოტებზე

ფავორიტებში დამატება
ი ისიც მობრძანდაა,
ჩვენი ზღაპრის გუდა,
მხირული ამბავი,
მან გიამბოთ უნდა.

თურმე შეხვდნენ ერთმანეთს,
სამუსიკო სკოლაში.
დამეგობრდნენ ნოტები,
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.

დო, ზარმაცი აღმოჩნდა,
რე კი ჩიტირეკია,
მი, ნაზი და სათუთი,
ფა კი ჩანთაჩხრეკია.

სოლ მღეროდა ცეკვავდა,
ლას ტირილი უნდოდა,
სწავლა ეჯავრებოდა,
სი სულ დედას უხმობდა.

მეგობრობდნენ,-თითქოსდა
ერთი მშობლის შვილები,
ცოტა, ანცებიც იყვნენ,
ცოტაც შერეკილები.

მოთათბირდნენ შეექმნათ,
ერთობლივად სიმღერა,
დო სამღერლად წამოდგა,
ყელიც კი მოღერა.

რემ, იმ ჩიტირეკიამ,
შურდული გადააგდო,
მიმ თმა ჩამოვარცხნა,
ფამ ნოტს თითი დადო.

სოლ ისედაც მღეროდა,
ლამ შეწყვიტა ტირილი,
დედა მთლად დავიწყდა,
სიმ გვაჩუქა ღიმილი.

და ამღერდა შვიდივე,
სად არის ჰარმონია?
ვერ შეწყვეს ერთმანეთს,
ხმები,- კარგი ჰქონიათ.

გონათ, რომ შედევრი,
გამოვათ დილაზე,-
„დილით კარგად ვიმღერებთ,
ჩვენი მტრების ჯინაზე.“

ი დილაც გათენდაა,
შეიკრიბნენ სკოლაში,
და ერთ ხაზზე გამწკრივდნენ.
დო, რე, მი, ფა, სოლ , ლა, სი.

არ გამოსდით სიმღერა,
თუმც იწივლეს ბევრი,
ძია ბანიც უსმენდა,-
ვერ შექმნეს შედევრი.

ბანმა უთხრა:სიმღერას,
ვერ აწყობთ ილად,
სა სჯობს დავიხმაროთ,
ქალბატონი ვილა.

ვილინო, ვილამ,
შემოღო კარები,
გასაღები ჩახატა,
გულის გასახარები.

დო, მსუქანა დოდოლა,
ქვემოთ ხაზზე დასვა,
მი_ს,პირველი ერგო,
რე, მათ შუში ჩასვა.

სოლ,მეორე ხაზზეა,
თავს იწონებს ბიჭი,
ფა ფანფარა,წინ დადგა,
მღერის ნდომით იწვის.

ხოლო მესამე ხაზზე,
წრიპინა სის უხმობენ,
სის წინ ლა დგას მტირალა,
უკვე აღარ ჩხუბობენ.

ყველა ნოტს მიჩინეს,
სამუდამო ადგილი,
როლი კეკლუცობს,
მათ წინ თავგადახდილი.

პარტიტურა სად დავდოთ?-
ძია ბანმა ღიღინამ,
გვინდა პიპიტრიო,
თბილად ჩაიღიღინა.

კაკუნის ხმა გაისმა,
და გაღეს კარი,
შემოვიდნენ: დიზი,
ბემოლი, ბეკარი.

კიბით აძვრა დიზი,
ისრულა წადილი,
ბემოლმა და ბეკარმაც,
ნახეთ თვისი ადგილი.

მე ვარ მათზე მთავარი,
ზომამ დაიჟინა,
მომოფანტა ნოტები,
თავში გაიჯგიმა.

მაშ მე არად ჩამაგდეთ?
წიწინდა ტაქტი,
ბა როგორ ავღნიშნოთ,
დამთავრების ფაქტი?

ახტა დახტა კუნტრუშით,
ბურდღუნით და ბრაზით,
და ნოტების ბოლოში,
დასვა ორი ხაზი.

ქალბატონმა ვილამ,
მომარჯვა წკირი,
ქეთ ფორტეს გაწყრა,
ხმამაღლა ნუ ყვირი!

მეზობელი კლასიდან,
მოიწვიეს პინო,
მოდი ჩუმად გვამღერე,
ღარ დაიგვიანო!

ჟღერს მუსიკა, გუგუნებს,
ლამაზი და მშვიდი,
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი,
მეგობარი შვიდი.

შეხმატკბილდნენ, შეერთდნენ,
და შეწყვეს ხმები,
სე კარგად შეთთანხმდნენ,
როგორცა და-ძმები.

დო, რე მი ფა სოლ ლა სოლ,
ჩვენ ვიქნებით ერთად სულ,

ფა, ფა, ლა,ლა,სოლ ფა მი,
შევეწყობით ერთურთს ხმით.

ვარაკრაკებთ ფა, მი, რე,
როგორც წყნარი მდინარე.

მი, ფა, სოლ, სოლ ლა, ლა სი,
შეგვიკერეს კარკასი.

ვმღერით,ტკბილად ვღიღინებთ,
მეგობრობის სიმღერას,
ერთობას და სიყვარულს,
ჩვენ გისურვებთ თქვენც ყველას.

რა ლამაზი სიმღერა,
როგორღაც გვეღირსა,
კიდევ გაიმეორეთ!
უბრძანებს რეპრიზა.

პაწაწინა ნოტები,
დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი.
ეხლაც იქა მღერიან,
სამუსიკო სკოლაში.

თქვენ კი ტკბილად იძინეთ
და თუ ღმერთმაც ინება,
ზღაპრის გუდა ძილის წინ,
ხვალაც თქვენთან იქნება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაგვეხმარეთ, ბავშვებო!ერთხელაც, განსჯა დაიწყეს გრძნობათა ორგანოებმა, ჩხუბით ყურიც კი წაიღეს, რომელს რა მოეთხოვება. ახსნეს საქმე...ოქროს კბილიპირველკლასელ გვანცას, გუშინ ადრე დილით, საუზმის დროს მოძვრა, თურმე წინა კბილი. ცოტა სისხლიც რომ ნახა, სულ...სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...მაღვიძარა მამლაყინწადილით ყივის მამლაყინწა, ყელი სულ მთლად ჩაეხრინწა, ღობის წვერზე შემომჯდარი, მთავარსარდლის შესადარი, წამოდე...ბრძენი კაციათებით და მზეებით, სულ გამევსო რვეული, ცხოველნიც შევისწავლე, შინაურ, გარეული, ასამდე თვლას რა უნდა? სამჯე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026