kids.ge logo

ტყუილი თუ მართალი

ფავორიტებში დამატება
სახუმარო მინდა გითხრა,
დანდალი, დანდალი,
პასუხე ჩემს შეკითხვას,
ტყული თუ მართალი.

გაზაფხული მილია,
დადგა ცივი ზამთარი,
ტყული თუ მართალი?
(ტყული)

ძლიერ უყვარს ფისუნიას
მსხლის და ვაშლის ნათალი.
ტყული თუ მართალი?
(ტყული)

ანვარში თოვლი იდო,
თეთრად ჩანდა ჭადარი.
ტყული თუ მართალი?
(მართალი)

შუღამით მინდორ-მინდორ
სეირნობდა ქათამი,
ტყული თუ მართალი?
(ტყული)

დაძუნძულებს ტყეში დათვი
თაფლის ჭამით დამთვრალი.
ტყული თუ მართალი?
(მართალი)

ცხვრის ბეწვისგან დავამზადეთ
აბრეშუმის ფართალი.
ტყული თუ მართალი?
(ტყული)

ჯორმა კვიცი გაჩინა
მეტისმეტად გამხდარი.
ტყული თუ მართალი?
(ტყული)

ლოკოკინას ტანად ჩიას
მხრებით დააქვს სახლ-კარი.
ტყული თუ მართალი?
(მართალი)

საბუდარში კატა იწვა
სახლს იკლებდა კაკანით.
ტყული თუ მართალი?
(ტყული)

ერთ დღეს ჭამა მამლაყინწამ
ერთი ტონა თავთავი.
ტყული თუ მართალი?
(ტყული)

მტაცებელი ცხოველი
ვეფხვი, ლომი, აფთარი.
ტყული თუ მართალი?
(მართალი)

გამოცანა გითხარ ლექსად,
სულ ეს არის, რაც არის.
კარგ მთქმელსა და გამგონესა
ნის წვერზე შაქარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უცნაური კითხვაერთი ფიქრი დღე და ღამე არ ასვენებს ამ ჩვენს ლევანს: -შენ და მამას ნაადრევად თმაში თეთრი რად გერევათ? -უცნ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...მიგიხვდიმიგიხვდი, ჩემო ბაჭიავ, რისთვის წაგიხდა გუნება; გსურს ჩემს ხალათზე ნაქარგი სტაფილოს ჩაკნატუნება....უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...ჭიანჭველას გასაჭირიხვითქი გასდის ჭიანჭველას, ფეხსაცმელის მწმენდავს. ეხ, მუშტარი ამისთანა სულ არ ჰყავდეს ნეტავ! ხითხითებენ ფა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026