kids.ge logo

სვისადმი

ფავორიტებში დამატება
სახე მრგვალ გიცი, ცის ხატო სვეო,
მბრუნაო დღეო!
ნივთოს პირით გზათ გარდამხვეო,
მხიბლაო მწეო!
მიმდომთა შენთა ზე-აღმაზეო
და წამს და-ქვეო!
დიდგვარ დიდ საქმეთ სხვებრ შემარხეო,
ქვე დამნარცხეო!

ახ მე და ვახ მე.
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

დეს მიძღვი ცად, მოგაჭდობ ხელთა,
შთამაგდებ ხვრელთა!
აწ აღარ გენდო, ვით მწყემსი მგელთა
რაბიელთა?
ნუმცა ვართ შენდა თვე, კვირა, წელთა,
ნუმც წყალთა ხმელთა!
სვე, შენდა შენთა ეგრე დამწვრთელთა
სარგანი ხელთა!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი,
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენს სახეს ნახეს წინათ ბრძენთ მამათ,
ვითარ შვენდა მათ:
ფასიცა დაგდევს; გთქვეს წამის წამად;
გვიჩვენებს გზა მათ.
ქურდო ვაჭარო! ერთს ყიდი ამად,
არ ღირდეს დრამად!
ყანდებრ გვაგემებ, თუ გვნახე ხამად,
ბოლოდ ხარ შხამად!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა!

შენსა ცას ასხენ ვარსკვლავნი შავნი,
მით არ სჩან მავნი!
შენს მზეს და მთვარეს აქვან იგავნი
ბნელთ მობაძავნი!
მად დაგშორდი, არ მინდეს ზავნი
შენგან საცავნი,
რომე მაქვს შენგან ზღვათ შესართავნი
ცრემლნი ნართავნი!

ახ მე და ვახ მე!
თვალნი განვახმე
ცეცხლის ცრემლითა!
რისხვას მექადი, -
დასჭერ ფოლადი
ტყვიის გრდემლითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...ცრემლთა ისარნიცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით! უცხონი თემით სოფლის ცე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026