kids.ge logo

განშორებული და მარტვილი

ფავორიტებში დამატება

იყო ერთი წმიდა კაცი, განშორებული. მოინება სოფლად გამოსვლა. გამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა, შევიდა კაცისა დიდებულისასა. დია კარგა დაჰხვდა. ვითა ჰმართებდა, გაასვენა. დიდებულს ერთის რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა. 

გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ. 

უთხრა მამამან: 

- გადი, შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე: წარწყმდა, თუ ცხონდა? 

გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: ცხონდაო! 

მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ. 

მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: ეს კი წარწყმდაო! 

თქვა მან განშორებულმან: მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო? 

უთხრა მარტვილმან: წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან ერი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდენ: კარგი და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი ცხონებულია, საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდენ: ავი, უწყალო და უსამართლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არა რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა იგავ-არაკები

კაცი და გველი

ერთი კაცი მოვიდოდა გზაზედა. ნახა, ერთს ძეძვს ცეცხლი შემოჰგზნებია და ზედ გველი გასულა. წასასვლელი გზა არა აქვს, ღონობს და წივის. ნახა მან კაცმან, შეეწყალა და თქვ...

მეფე და სიკვდილი

ერთი მეფე იყო, ფიცევდა: მე სიკვდილი ეგრე ვერ მომკლავს, მეც ის არ მოვკლაო! მოიმზადა აბჯარი და ხრმალ-დარაკა. მზა უდგა სიკვდილსა. რა დღე მოუვიდა, დასნეულდა, საჭუ...

ნალბანდი მგელი

ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამოდა. ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო! მგელმან პირი მიჰყო, უნდ...

მეფე და მხატვარი

მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა. უბრძანა: - მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო! თქვა გულსა შინა...

ქურდის მემკვიდრე

თავრიზის ქვეყანას იყო ერთი ქურდი. რომ სხვა ვეღარა დაეხელებინა რა, მკვდარს მოსთხრიდის, სუდარს გაჰხდიდის, შეღებავდის და გაყიდდის. შეწუხდა თემი იგი კაცისა მისგან....

გლახა და მდიდარი

ერთი გლახა კაცი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი მომეცო და თუ ან ერთი აკლია, არ ვინდომებო. ერთი მდიდარი კაცი თურე ბანზე იარებოდა, მან გაიგონ...

მეფე ხორასნისა

იყო ერთი მეფე ხორასანსა დიდებული, კეთილ-გონიერი, უხვი და მოწყალე. დღესა ერთსა გახსნა სამნი სალარონი და უხმო ყოველსა საბრძანებელსა, რათა ყოველმან დიდმან და მცირე...

ბრძენი და მდიდარი

იყო კაცი ერთი ბრძენი, რომელი ვაჭრობისა სიმდიდრისაგან დაცემულიყო. წავიდა და მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა და მივიდა ინდოეთს. გამოიკითხა მუნ კაცი დიდად მდიდარი და ...

მოხერხებული არაბი

ბაღდადის ხალიფა დია კარგი მეჯინიბე იყო და კაის ცხენს ძვირფასად იყიდდა. დავარდა ამისი ხმა. ერთმან არაბმან ერთი ცხენი მოიყვანა, ორი ათას მარჩილად დააფასა. ხალიფამ...

ძაღლები და მგელი

ერთი მძორი იდვა ადგილსა ერთსა. და შვიდი-რვა ძაღლნი ეხვივნენ, სჭამდენ მძორსა და იღრინებოდნენ და შუღლობდენ და კბენდენ ერთმანერთსა. ნახეს მგელი მომავალი. მათი შუღ...

ნახატი იგავ-არაკები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩადუნელი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ხელოვნება და შემოქმედება

მიეცით ბავშვს საშუალება, გამოხატოს თავისი კრეატიულობა ხატვით, ძერწვით, მუსიკით ან სხვა ხელოვნებით.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026