ერთი კაცი იყო. ერთი დაღლეტილი ვირი ჰყვანდა. წაიყვანა და საძოვარზე დააბა. თვითონ მიღმა დაჯდა და ყურება დაუწყო.
მოვიდა კაჭკაჭი, ზურგზე შეაჯდა, დამპალს ხორცს გლეჯა დაუწყო.
ვირი დაბმული იყო, ვერ აეშვა და ტლინკვა დაიწყო. რამდენჯერ ვირი ტლინკს შეყრიდა, მისი პატრონი კაცი სიცილით ბნდებოდა.
ტყიდამ ერთი მგელი უყურებდა და თქვა: მე თუ მას ვირთან მნახვენ, ამ სოფლის კაცი და ძაღლი სრულობით მე გამომეკიდებიან, და აგერ ვირი კაჭკაჭმან ლამის შეჭამოს, და პატრონი ხარობსო!
სხვა იგავ-არაკები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოიქცეს საგანგებო სიტუაციებში
აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ხანძრის, მიწისძვრის ან სხვა საგანგებო სიტუაციებში.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო