kids.ge logo

ქეთევან დედოფალი

ფავორიტებში დამატება
რვალის ქვაბი მოეთრია ქონდაქარსა,
ცეცხლს აგზნებდა
კაცთა გრძნობის კონდაქარი...
ზე მიჰქონდა, ღრუბლებისკენ ცეცხლი ქარსა,
ქროდა ქარი...
თეთრი ხელი გულზე ედო დედოფალსა,
ტინად იდგა დედოფალი...
თმა დაშლოდა, თავი ნაზად დახარა,
სიკვდილის წინ ქართლის ვარდად გახარა...
ლოცულობდა...
როს ჩამოსწყდა ბაგეთ მისთა:
„არასოდეს!“
დაფდაფებს ჰკრეს განარისხთა,
ცხელი შანთი მიტანეს ბროლის მკერდთან,
ცხელი რკინა,
საქართველოს გულს რომ კვეთდა.
რვალის ქვაბი გადმოეგდო ქონდაქარსა,
ღიღინებდა კაცთა გრძნობის ქონდაქარი...
ლურჯი ბაგით თქმული ლოცვა გაჰყვა ქარსა,
ქროდა ქარი...
ცეცხლით სწვავდნენ
ტანშეძარულ დედოფალსა,
უდრეკ იყო დედოფალი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...მე გადმოვკიდემე გადმოვკიდე ჩემი ალამი... მაგრამ... საითღა, საით დაგიდგამს შენი კარავი? ისევ მზაკვრულად ბრწყინავს მუშთა...ო, მადლსა შენსაო, მადლსა შენსა, ცაო ქართვლისა, კვლავინდებურად ჩვენთვის ეხმიოს, შიგნი თუ გარე, გაღმა-გამოღმა თავს ყმაწვილ...თუთალამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის თავზე გადამისვას ხელი... დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი, ...საქართველო ლამაზოქარი გიმღერის ნანასა, ზღაპარს გიამბობს ჭადარი... ძეწნამ ალერსით ამავსო ეჭვებით ნაავადარი... საქართველოო ლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026