kids.ge logo

მთას ვიყავ

ფავორიტებში დამატება
მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.
საკეთილდღეო ქვეყნისა
მედვა სულად და გულადა:
სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი
მქონდა მერე რჯულადა.
ეხლა თავ-თავქვე მოვდივარ,
ხევში მიმელის ბნელია,
თან მიმდევს ფიქრი მწუხარე,
გულის, გონების მწველია.
მაღლიდამ დაბლა ჩამოსვლა,
ვაჰმე, რა მეტად ძნელია!
წამლობას ვეღარ გამიწევს
ეხლა ცრემლები ცხელია,
რად მოვალ, თავქვე რად მოვალ,
ჩემს თავს რად ვიხდი ტილად?
იმ მთას თავს რისთვის ვანებებ,
თუნდ ვიქცე ტანჯვის ფილად?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემის კაცობის გვირგვინოჩემის კაცობის გვირგვინო, ჩემო სამშობლო მხარეო! შენგან შობილი ოცნება გულს შანთად გავიყარეო. არ მიმეფარო თვ...დიდი თამარიქალო, ქართველთა სულის დგმავ, ქალო, ქართველთა დედაო! ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს, თამარს ცოცხალსა გხედაო...ჩიტი-ჩიორაამწვანდა მთები, ამწვანდა ჭალა, გამოიჩინა ბუნებამ ძალა. ჩიტი-ჩიორა გალობს და გალობს: არც დაეძინა, არც დაიღ...გიგიბრალია გიგის სიკვდილი, ფშაველნ ნუმც გაიგონებენ; შაიყრებიან ციხე-გორს, ლაშქრობას მაიგონებენ. გულზე ეკალი დ...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026