kids.ge logo

პატარა ნიკოლოზის ნატვრა

ფავორიტებში დამატება
მტრის დაბომბილ ჩემს ქსუისში
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა!..

მტრის გადამწვარ ჩემს ნიქოზში
თურმე კერა გაცივდა!
ჩემს მზიან საქართველოში
სისხლის წვიმით გაწვიმდა.

მტრის წართმეულ ჩემს სოხუმში
სხვა ნებივრობს მზის სხივით!
დატრიალდა ჩემს მამულზე
დღეს ბორბალი წისქვილის.

მტრის დაცხრილულ გორის ციხეს
სიკეთედ სდის მირონი,
თავს გვახსენებს წინაპართა
„საქმენი საგმირონი“.

მტრის დაჩეხილ საქართველოს
სევ ეწვის ჭრილობა,
მისთვის თავის განწირვა
ახლა დიდი გმირობა!

მტრის წართმეულ ჩემს ქსუისში,
თურმე ვაზი გადახმა!
ნეტავ ჩემი საქართველო
ერთინი მანახვა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომის სურათები* თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგრ...ტასო ვარ თუ პეპი?!პეპის თუ მეძახიან, ტასო რაღას დამარქვეს, დოლს ნუ უბრახუნებო, ჰოდა, ლამის წამართვეს. რომ იცოდეთ, ეს დოლი გ...ნინოს შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...ჩხუბისთავებიწაეჩხუბნენ ერთმანეთს ფისუნა და მურიკა, ფისუნია შეახტა უზარმაზარ ურიკას. დაედევნა მურია ფისუნია ყურცქვიტას...„დიპლომატი“აქ სანდრიკას მეძახიან, მოსკოვში კი - სანიას, გვარი კიდევ ორმაგი მაქვს, ყველას უკვირს ძალიან. მამაჩემი რუს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026