kids.ge logo

ჰიმნი ქართულ ანბანს

ფავორიტებში დამატება

შენ, რომელიც
მარად მზეებრ გვინათ,
რა გუშინ
გაჩნდი თვალის ჩინად,
რამედ მზით
მოენთე ბრწყინვად -
ოცდაექვსი საკუნის წინად...

იმდროდან
დაწყებული დღემდე -
როს გათენდა,
მზით ანთებულ ზემდეგ,
სერზე აველ,
მთაწმინდაზე შევდეგ
ოცდაექვსი საკუნის შემდეგ.

შენ სიძველის
გმოსავს ნელი ხავსი,
ქვაზე ჭრილი
ხარ ჩუქურთმის მსგავსი -
დიდის გზნებით
სე იყავ სავსე
ოცდაექვსი
საკუნის წინად...

ცხრაასხუთი.
ოქტომბერი. ომი.
ჩემს ახლოს დგას
კაცთ ახალი ტომი.
ხელთ უპყრი
ლექსთა ჩვენთა ტომი -
ოცდაექვსი საკუნის შემდეგ.

მარადისი
სიახლე გაქვს ორბის,
ხველები
გრეხილების ორფის,
გაშვენებდა
ახლის წინამორბედს
ოცდაექვსი საკუნის წინად...

სევდინის
და როდესმე ობლის
გულმხურვალე,
როგორც ზრუნვა მშობლის.
ხარ აღმდგენი
ქალაქის თუ სოფლის
ოცდაექვსი
საკუნის
შემდეგ.

შენით მღერდა
მომღერალი ვეფხვის,
დარებლად
მცოდნე ლექსის ხერხის.
ეს შრილი
ყო მრავალ ვერხვის
ოცდაექვსი
საკუნის წინად...

შენ სიმები
მოგაქვს ჩემი ქნარის,
შენ შეჰხარი
თავისუფალ მხარეს,
შრომას ერთგულს,
თავდადებულს, ცხარეს,
ოცდაექვსი
საკუნის შემდეგ.

ქალიშვილი
შენით მღერდა ჩონგურს,
შენ ჯერ უშლელს
მაშინ ჰგავდი კოკორს.
აწ სულ სხვა ხარ,
არ იმგვარი, როგორც
ოცდაექვსი საკუნის წინად...

კვლავ გვინათე,
როგორც ეხლა გვინათ,
რა იყო და
რაა ახალ ბრწყინვად -
ოცდაექვსი
საკუნის წინად,
ოცდაექვსი
საკუნის შემდეგ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქარი ქრისქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის სადა ხარ, სადა...მელანქოლიური მოსიმღერემშვენიერი მახსოვს ბაღი, მებაღე მას არ თარგავს, დავკარგე და ვიგრძენი, რომ კარგი რამ დამიკარგავს უნაზესი სი...დაბრუნებალიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს, არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს, სადაც მზე მწველია, ცხელია...მესაფლავემესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, ...ნეტავ მალე მივახწევდე მიზანსშენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ... ნეტავ მალე აღმობრწყინდეს მნათი, მალე სხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026