kids.ge logo

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

ფავორიტებში დამატება
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა ირონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღესაქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა; _
ბერ მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, _
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
მათმა გადმოხედვამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიბუნებამ გამოიღვიძა, ადგა, გაცოცხლდა მკვდარია... ძლივს საამური დამეცა ცივი ციური ცვარია. თოვლი დამდნარა მთ...ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...არწივიარწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა, ცალს მხარს მიწაზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026