kids.ge logo

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტს

ფავორიტებში დამატება
მშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო,
ქართლისა წყლულთა მოზარე,
მშვიდობა, სულო ძლირო,
თავის სამშობლოს მოყვარე!..
დიდება შენს ჩანგს, რომ ბევრჯელ
თვალზე ცრემლები მომგვარე…
არ დავიწყა სამშობლომ
შენი მის ბედზე ტირილი,
მედგარი სულის კვეთება,
შავბედობაზედ ჩივილი,
დაუშრეტელი ნაღველი,
წყრომა და გულის ტკივილი.
მადლი შენს თანამოძმეთა, -
მიწა გახილეს მშობელი,
შენი სატრფო და სადარდო,
გულს ლახვარ-დამასობელი.
შენი მერანი კვლავაც რბის,
მისი ნავალიც შთენილა,
მადლოდ არ დაკარგულა,
თუ ოდეს ცრემლი დენილა.
მიღე ჩემი სალამიც,
გამოგზავნილი მთიდამა,
“ჩვენი არაგვიც” მუხლს გიყრის,
გადმომქუხარე კლდიდამა;
თვის “ატეხილი ჭალები”
ცრემლით ატირა ცხარითა,
სმენად გადიქცნენ ისინიც,
გრგვინვა რო ესმათ ბარითა,
ქედებმა თავი იდრიკეს,
ფიქრით მოიცვნენ მწარითა,
ამწვანებულნი მწვანედა,
განათებულნი მთვარითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაფიამცირე რამ შემონაწირი მიიღე თავის ძმისგანა,— მეც შენებრ გული მიტირის, დაჩაგრული ვარ მტრისგანა. ასწავლე ბავ...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...დამსეტყვე, ცაო(სიმღერა) დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე, აქა ვარ ჩემის თავითა, გულითა გაუტეხელი, მოუღალავი მკლავითა. რაც უნდა...დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026