kids.ge logo

ქორი და კრუხი

ფავორიტებში დამატება
ქორის მოფრენას ეზოში
დედა კრუხი გრძნობს პირველად,
თითქოს და ვეფხვად იქცევა,
ყველასთვის გასაკვირველად.

მტაცებელს ებრძვის ნისკარტით,
შვილებს იფარავს ფრთებითა
ჩვენც დაფასოთ გმირობა,
ლექსი მიუძღვნათ ქებისა.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026