kids.ge logo

ბუნების ენა

ფავორიტებში დამატება
რას ჭიკჭიკებს ის მერცხალი,
რას ჟღურტულებს ნეტავ ,ნეტავ?
ლამაზი და მყარი ბუდე,
ვანზე გაკეთა,
ხუთი ბარტყი რომ დაჩეკა,
და დაზარდა,-ჩუმად ვხედავ,
ალბათ,-ლაღად იფრინეთო,-
ლოცავს ბარტყებს,ჩიტი-დედა.
ან ნივი რას ჩურჩულებს?
რას უამბობს ვარდს არ ვიცი?
ია,მოკლე ლურჯი კაბით,
სირცხვილითა რაზედ იწვის?
ან იმ ვაზსა რაღა უნდა?-
ჩაჰხუტვია ჭიგოს მაგრად,
ღაწვზე ცრემლი დაჰკიდვია,
მიტეხეს ლერწი ალბათ.
ან ის კრუხი რას ქოთქოთებს,
წიწილებსა უხმობს მასთან?
ცდილობს ხიფათს აცილოს?
ახლოს არ უშვებს კატასთან,
ვის უმღერის ასე ნაზად,
ტოტზე მჯდარი ის ბულბული?
ან მდინარე რას მოგვითხრობს?-
მესმის მშვიდი წყლის დუდუნი.
ან ზღვა რაზედ აბობოქრდა,
ვაწყენინე მე მას ნეტავ?
ზვირთებს ისვრის გულმოსული,
მიკარებას ვეღარ ვბედავ.
ან ჟუჟუნა წყნარი წვიმა,
რას უამბობს გამხმარ მიწას?
რა ტკბილ ზღაპარს ეუბნება,
ნაკადული მთას რას ჰფიცავს?
შენ ტოროლავ,- სისხამ დილით,
ნეტავ რაზედ, რაზედ მღერი?
გემის ქიმზე ჩამომსხდრები,
რაღას ბჭობენ თოლიბი,
მე ბუნების ენა მინდა,
რომ მესმოდეს მისი ნეტავ,
რომ გავიგო ტყის ნანინა,
და ჩურჩული ბალახ - ხეთა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...ტყის სამართალიმელამ დათვი დაპატიჟა, წამო ჩქარა ჩემთან ნათლი, ტყეში, მუხის ფუღუროში, არის ბევრზე ბევრი თაფლი. მართლაც ნა...არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026