kids.ge logo

ქუთაისი

ფავორიტებში დამატება
მშვენირო ქუთასო,
სავარდო და სამასო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?

შენი ციხე-გალავანი,
ბევრჯერ სისხლით განაბანი,
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?

თავს დაგყურებ აოხრებულს,
ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!
ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,
ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!

ეგ ფაზისი თავმომწონი,
სახელცვლილი დღეს რინი,
გულამღვრევით რას ბუტბუტებს,
გადასული დროს მომგონი?

გონდება ოქროს კრავი,
ვით ქონება რამ უძრავი?
და მრისხანე ზვირთებზედაც
არგო, ფრთხილად მომცურავი?

შიგ იზონ ელინებით,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?

სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა!..
მწუხრის ზეწარს დაფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!..

გარბის შენგან მგლოვირე!
ცრემლით ირწყვის არემარე
და შავ ზღვასვე შეჰღრილებს:
“ჩემი ტანჯვა მიიბარე!”

მაგრამ, ჩემო ქუთასო,
ძალით სხვასთან შენათვისო!
მოთმინება!.. მოთმინება!..
სევდით გული არ აივსო!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...ხარაბუზა და ფუტკარიხარაბუზა ფუტკარს შეხვდა, მიაძახა: “გზა მომეო! ვერ მიცანი, განა, ვინც ვარ? როგორ გამეთამამეო? “თუ ვერ ატყო...ალექსანდრე ჭავჭავაძის საფლავზედშენს წმინდა საფლავს, გულის მოსაკლავს, დავყურებ, გმირო, სულგანაბული; შენგან ქებული, დავიწყებული დღეს მაგონ...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026