kids.ge logo

პატარა მურია

ფავორიტებში დამატება
რას წუწკუნებს ის პატარა მურია?
ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია?
ვისი არის და ან სადარია?
ქუცი, ქუცი! კუდქიცინა მურია!
რომ არ მოდის?!. თითქოს უმადურია!
რა ყოფილა, ხედავთ, ბრიყვი მურია?!
კიდეც რომ ჰყეფს?!. რაღაც უცნარია!
თათი, თათი, სალახანავ მურია!
მისი ყეფა მხოლოდ მარტო შურია...
ვის აშინებს სასაცილო მურია?!
მაგის ხერხი - ერთი ლუკმა პურია:
გადაუგდებ, გაჩუმდება მურია.
ვინც გააძღებს, მისი შინარია,
მას ჰმონებს და კუდს უქნევს მური
ან კი რა ქნას? ბუნებით უძლურია!
ქუცი, ქუცი! საცოდავო მურია!..
ლაქუცაა კუდქიცინა მურია,
თუ არ ჰშია და ან არცა სწყურია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....ძმობა, ერთობა და სიყვარულიმთელ ქვეყანაზე და კაცთა შორის იყოს წყეული... ის იყოს კრული, ვისაც არ სწამდეს და არ უნდოდეს: “ძმობა, ერთობ...გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...ავადმყოფიარ მომკვდარა!... მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს!.. ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026