kids.ge logo

აბასთუმანი

ფავორიტებში დამატება
ბასთუმანი — ხაბაზთუბანი…
მზემ ფანჯრებიდან შემონათა.
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
ჩემი პალატა, თეთრი პალატა.
ჩემი სიმღერის ეშხით მიმქრალი
ქერათმინი ექიმი ქალი,
კელაპტარივით ჩემთვის დამწვარი
და სანუკვარი სიკვდილის დღემდე…
კვირაში ერთხელ თეთრი საცვალი
მოხეტილე ცხოვრების შემდეგ…
სანთლით შუღამის აკელაპტრება
და გატეხილი სიცხის საზომი…
წევხარ, ოცნებობ და გენატრება.
დაში რომ დგას, ის ხის საწოლი.
განა ოდესმე დამავიწყდება
ბასთუმანში თავდავიწყება?
თეთრ მაგიდაზე წიგნების გროვა,
ცისფერ ვაზაში ნაძვის რტო მწვანე,
ოცნება: თბილისს წასვლის დროც მოვა,
მიწურება აგვისტო მალე!
აბასთუმანი - ხაბაზთუბანი…
მზე ფანჯრებიდან მოპარება,
ჩემი საწოლი და სასთუმალი,
თავდავიწყება და ნეტარება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართული ენასაქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმ...ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...საქართველოშისაქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და...საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026