kids.ge logo

სული ობოლი

ფავორიტებში დამატება
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაბას,
ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,
ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
სევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;
შინიან, იკრძალვის, არღა იცის,
ვის აწყოს დაფარული მან გრძნობა,
ფიქრება ხელმერედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტობა სულისა:
მას ელტვიან სიმენი სოფლისა,
მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,
ოხვრა არის შვება უბედურისა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერანიმირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენ...ხმა იდუმალივისი ხმა არის ეს საკვირველი? რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი? რა ვსცან პირველად წუთისოფელი, დავშთე ადგილი,...საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...შემოღამება მთაწმინდაზედჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი, ვითარ შვენიან, როს მონა...ჩინარიგანმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი ახალი, მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026