kids.ge logo

ასპინძა

ფავორიტებში დამატება
1

ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.
გადარა წინადღის ბრძოლების პაპანაქებამ,
ხმალს დასვენება უნდოდა, მხედრობას — დაბანაკება.
გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან…
ნამარ ქართველ მხედრობას ტრიალ მინდორში ეძინა.
მთვარემ მძინარე სახეებს ბნელი ბურუსი გადახსნა,
სუნთქვა მძინარე რაინდთა აბიბინებდა ბალახსა.
გართხმულან მწვანე ბალახში ზვიადნი, მსხვილბარკლიანნი;
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლინი.
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი.
აქა-იქ ცეცხლი ანთია, თოფზე მიკრულან გუშაგნი,
თვლემენ ცხენები მორთულნი ლამაზ უნაგირ-უზანგით.
შორს კლდეში ჭოტი გაჰკივის, მდინარე მიდის დუდუნით,
ხმინი ხვრინვა გაისმის, თოხარიკების ფრუტუნი.
გადალეწილან შუბები… დროშები ჩამოძენძილან…
წუთით გატრუნულ ქარიშხალს ცხენის ფაფარში ეძინა.
იქნებ, სიზმარი გვესიზმრა, იქნება, არის ზღაპარი,
ვით შეკედლებს ქარიშხალს ფიცხელი ცხენის ფაფარი?
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს.
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.

2

გართხმულან მწვანე ბალახში მაღალნი, მსხვილბარკლიანნი,
ზოგი ლომია ლომგული, ზოგიც ვეფხია ბწკლინი,
ერთიღა დადის ბანაკში, - ეს, ალბათ, ირაკლი არი…
სმენად ქცელან მეფის წინ აღაბაბა და ხუდია,
ნეტავ რა უნდა მეფესა, გულში რა ცეცხლი უნთია?
- ცუდი იღბალი გვიღიმის, უომრად გავისრისებით,
თუ არ დავხერხეთ ამაღამ ასპინძის ხიდის ისრები,
რომ მტრის მაშველი ჯარები ვერ გამოვიდნენ ხიდზედა,
რაღა მაშველი სჭირდებათ, ბევრი არიან ისედაც.
მაღამ ხერხი ვიხმაროთ, ხვალისთვის ხმალი ვინებოთ.
ბა, გაფრინდით, სამშობლოს დროშა გფარავდეთ, შვილებო!
აჩრდილებივით მიდიან აღაბაბა და ხუდია,
ალბათ, იმიტომ არ ჩანან, უჩინმაჩინის ქუდი აქვთ.
გარშემო ისევ უღონო ღამეა ჩამოძენძილი,
ძილფხიზლად სძინავთ ვაჟკაცებს, ღელავს ულვაშთა ჯეჯილი,
ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს,
თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო.



ნათა... ცისკრის ვარსკვლავის ბრწყინვამ წყვდიდი გარიყა,
ტოტდნენ თეთრი ცხენები, გამოეღვიძა ქარიშხალს.
გაშალეს ძუა-ფაფარი, კორიანტელი დაირხა…
სინამდვილეში ზღაპარი ასე ახდება ხანდისხან.
მოიგდეს თეთრი ნაბდები, მიუხარიათ მხარიმხარ.
ქართველო მამულიშვილო, ხელი ვადაზე გაკარ!
მტერი ასპინძის სიმაგრეს შემოსია სერიდან,
წინა რიგებში მიგელავს პატარა კახი ცხენითა,
შეხვდება კოხტა ბელადსა, ხმალდახმალ გამოტაცებს,
ტყვიას დაახლის ბეჭებში, უსულოდ დასცემს მიწაზე:
— ხმალი წუნკლებსო! - შესძახებს, რაზმებში გადავარდება, —
სე სჩვევია ცხენდაცხენ ქარიშხალს განავარდება.
სეთ ღელვაზე საკვირველს იტყოდნენ მამა-პაპანი:
— ზღვა როცა გაფოფრება, ზეცაში ავა ფაფარით!

4

კაფეს და კაფეს ქართველთა, ვიდრე ჰყოფნიდათ ხმლის სისქე,
შეშინებულმა მტრის ჯარმა პირი იბრუნა ხიდისკენ.
ხიდი რომ არი, ხიდიც კი ომში ხანდახან ხუნდია,
განა ამაოდ იღვწოდა ბორჩალოლი ხუდია!
ყური დაუგდეთ, გრძნელი ადგილის დედა ჩურჩულობს:
წყალმა წაღო წყელი, შემოსელი ურჯულო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანდერძიიყავი მუდამ ასე წარმტაცი, არ შეარცხვინო შენი მანდილი, გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი, შუაგულ ცეცხლში გადავა...ლალის მამალილალის მამალს ვინ არ იცნობს - დადის, როგორც ბედაური, ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს, არის მათი მეთაური. ამ...ქართული ენასაქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმ...ვაჟა-ფშაველას ნაამბობივინ დამიბედა გზები პოეტის, ვინ გამამზადა საბედისწეროდ! ნუთუ ამ ქვეყნად მისთვის მოვედი, რომ უნდა მხოლოდ ლე...საქართველო იყო მათი საოცნებო სახელიძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026