kids.ge logo

კუმისი

ფავორიტებში დამატება
სილაჟვარდე მთვარის ჩუმის
მოჰფენია ცისფერ კუმისს,
ტბას დასცქერის მდუმარე ტყე
მოდარაჯე ჩამიჩუმის.

დაფიქრების, პირმოკუმვის
მოჩრდილება უვლის კუმისს,
ღელავს ფერი ხავერდისა
და სილბილე აბრეშუმის.

ეცრად შორს არღვევს ღუმილს
ხსოვნა ცეცხლის და სამუმის,
და ხმა ოძელაშვილისა
სიმშვიდეშიც აკრთობს კუმისს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბინდი ღამისა გაჰქრაბინდი ღამისა გაჰქრა, ვით მოჩვენება მკრთალი, აღმოსავლეთში გაჰკრა ყინვებს სხივების ალი. ხავერდოვანი მდელო ხ...მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...გზები გაუვალიგზები გაუვალი და გზები გავლილი - გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი. ადის მწვერვალზე, თუ ჭაობში ეფლობა ...არა ერთი ორიარა ერთი და ორი, არა ორი და სამი, მახსოვს ვარსკვლავი შორი და განათების წამი. შენ, გალაკტიონ, იცი რა დაუდე...მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026