kids.ge logo

იანიჩარი

ფავორიტებში დამატება
გერ რაზმიდამ ისკუპა ყარაბაღულმა მერანმა,
შორსა გაჰფანტა თრთოლით ხმა მისმა რახტისა ჟღერამა...
მიჰქრის, მიფრინავს, მიჭექავს, უკან მისდევს მტვრისა ბუქი,
მასზედ ჰზის ივერილი ჭაბუკი ვინმე ჩაქი.
გერ უეცრად რაღაცამ ჰაერში გაიკრილა,
თურმე, მან თოფი თავისი შეაგდო, შეატრილა,
მერე ლამაზად ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ გადმოწვებოდა,
ხან ცხენიდამა ხტებოდა, ხან ზედვე შეჰფრინდებოდა.
შვენოდა იგი ჭაბუკი ცხენზედა, ვით ალვა რგული,
მაგრამ მე, მის მჭვრეტელს, ნაღვლით ამერია სული, გული...
ვსთქვი თუ, ვისთვის შენ კისკასობ, ვისთვის იჩენ სიმარდესა?
შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ოსმალეთსა?
შენს სიმარდეს, სიჩაქეს ქართლი შენი არ დაჰყურებს,
მეფე შენი თავის ქებით ჭაბუკს გულს არ გიხალისებს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიტყემ მოისხა ფოთოლი, აგერ მერცხალიც ჭყივის, ბაღში ვაზი ობოლი მეტის ლხენითა სტირის. აყვავებულა მდელო, აყვავ...მესმის, მესმის სანატრელიმესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა! სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს დასათრგუნვლად მონობის...დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...მტკვრის პირასკვლავ ჩემ-წინ მტკვარი მორბის ქუხილით, ამ ქუხილში ვცნობ მშობლიურ გრგვინვას, კვლავ ჩემი გული იმავ წუხილით შ...1871 წელი 23 მაისიტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი დიდი დროშა დაიშალა... კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ იგი დროშა დასცა დაბლა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026