kids.ge logo

ქუთაისი

ფავორიტებში დამატება
მშვენირო ქუთასო,
სავარდო და სამასო!
ვინ ყოფილა შენი მავნე,
გულს ეკალი რომ დაგისო?

შენი ციხე-გალავანი,
ბევრჯერ სისხლით განაბანი,
მიწასთან ვინ გაგისწორა,
ერთხელ მტკიცე, ახოვანი?

თავს დაგყურებ აოხრებულს,
ქვით და ეკლით რომ ივსებ გულს!
ვეღარ ვხედავ ოქროს ჩარდახს,
ერთ დროს განთქმულს და დიდებულს!

ეგ ფაზისი თავმომწონი,
სახელცვლილი დღეს რინი,
გულამღვრევით რას ბუტბუტებს,
გადასული დროს მომგონი?

გონდება ოქროს კრავი,
ვით ქონება რამ უძრავი?
და მრისხანე ზვირთებზედაც
არგო, ფრთხილად მომცურავი?

შიგ იზონ ელინებით,
ვერ შემრთველი სურვილ-ნებით,
მედეას მომპარავი
მედიასვე მანქანებით?

სადღა არის ოქროს სილა?
შლამ-ტალახით ამოვსილა!..
მწუხრის ზეწარს დაფარავს
მაგის მზე და მაგის დილა!..

გარბის შენგან მგლოვირე!
ცრემლით ირწყვის არემარე
და შავ ზღვასვე შეჰღრილებს:
“ჩემი ტანჯვა მიიბარე!”

მაგრამ, ჩემო ქუთასო,
ძალით სხვასთან შენათვისო!
მოთმინება!.. მოთმინება!..
სევდით გული არ აივსო!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ობოლიდედის ტკბილი რძის ჭირიმე! ძუძუებს ვენაცვალები!! ვინც მათი გემო არ იცის, ახვეული აქვს თვალები. ხელში ჩამიგ...მინდა რამ ვთქვამინდა რამ ვთქვა, მაგრამ რა ვთქვა, უსამართლოდ ალაგმულმა? ჩემი გრძნობა უნდა უხმოდ შიგ ჩაიკლას წყლულმა გულმა...მუხამბაზირომ იცოდე ჩემი გულის დარდები, გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები! ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ! შეცდომით ძ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...რუსთველის სურათზესულმნათო! მადლი შენს გამჩენს! დიდება ერსა შენს მშობელს! და ძეგლად სამარადისოდ ნეტარხსენება ამ სოფელს!.. შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026