kids.ge logo

საშობაო იავნანა

(ინგლისური საშობაო ალილო გადმოაქართულა მაია კარსელმა)

ფავორიტებში დამატება
ავ-ნანა, ვარდო-ნანა,
ავ- ნანინაო!
შობის ლამაზ ვარსკვლავებმა
განათეს ცაო!
ანგელოზნი ზარებს რეკენ,
ციდან მოისმაო.
ფერად-ფერადი სიზმრები
თვალს დაგეფინაო,
დედიკოს ტკბილმა ამბორმა
ღრმად ჩაგაძინაო,
ავ-ნანა, ვარდო-ნანა,
ავ-ნანინაო!
ფეხაკრეფით მოდის ღამე-
შობა დამდგარაო!
დაგებედოს, პაწაწინავ,
ღმერთის წყალობაო,
სიკეთე და სიყვარული,
ვის დაჯაბნაო!
ნანა, ჩემო სიცოცხლეო ,
ავ-ნანინაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაცვლაგუშინ კობამ, ჩემი რჩევით, გადაცვალა კუზე კევი. მე გავცვალე თოფზე - დოლი, ფანარზე კი- ჩანთა სკოლის. კეპი დ...ყრმაო, წმინდავ!ყრმაო, წმინდავ, მოხველ ციდან, სიხარულით გელიან. თავს დაგხარის ხარი, ცხვარი, ყველა შენი მცველია. ღვთიურ წუ...გოზინაყისაახალწლოდ ციყვს ბაზარში უყიდია თხილი, დათვმა თაფლი მოიტანა ორი დიდი ქილით, გააკეთეს გოზინაყი და მიირთვეს...ჩვენი ციგაციგაობა თუკი გინდა, ჩავსრიალდეთ თოვლში მთიდან მიგვაქროლებს ჩვენი ციგა! ცეკვა-ცეკვით ცვივა ციდან, ფანტელებ...ვაშლიმაგ კენწეროზე რა გინდა? მაღლა ამხტარხარ ცაში! ლოყაწითელას, საამოს შეგნატრის ყველა ბავშვი! ჩამოხტი, ციცქნა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026