kids.ge logo

უშგულელი თოვლის ბაბუ

ფავორიტებში დამატება
ჭრელ ხურჯინში უამრავი
საჩუქრები ჩაწყვია,
უშგულელი თოვლის ბაბუ
რა კეთილი, რა უხვია.

თეთრ ცხენს ისე მოგელვებს,
მირანი გეგონება,
მოიჩქარის თბილისისკენ,
ცის, ყველა ელოდება.

თბილისში კი, სვანურ კოშკში
ჩააბრძანეს საკარცხულში, _
გვერდით უდგას ანდრო ბიჭი,
თეთრი ჩოხა-ახალუხით.

ხურჯინიდან საჩუქრები
მოაქვს და ბაბუს აწვდის,
პატარები ჟრიმულით
მოლიან თავ-თავის წილს.

უშგულელმა თოვლის ბაბუმ
ბავშვებს ნატვრა აუხდინა,
საჩუქრებით აავსო და,
მათთან ერთად მოულხინა.

ყველა დამილოცნიხართო,
ვალი გადევთ დიდზე დიდი,
საქართველო გიყვარდეთო,
მის ერთობას გაუფრთხილდით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მტრედიბაბუმ მტრედი მოიყვანა თეთრი, წითელფეხება, მერე მისთვის სარდაფში გალიაც კი ეძება. თათიამ და სალომემ უმალ ხ...ნუგეშილაშამ თმა შეაჭრა ციცქნა დედოფალას და თვალები ცრემლით ამოევსო ანას. ატირებულ გოგოს ამშვიდებდა ტასო, - გაეზ...* * *თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგროვ...ნიას სიმღერანია ხატავს პრინცესას, მზეთუნახავს, ფრთებიანს, თმაში უწნავს სიმღერით ყაყაჩოს, ხალებიანს. სად იყო და სად არ...ნინომ შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026