kids.ge logo

დღე გაფითრდა იაგუნდისა

ფავორიტებში დამატება

დღე გაფითრდა იგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაღუპები.

საშინელი მოსკდა წვიმა,
როს მცხეთაში წავედი,
სად აზიდა ძველმა ქიმმა
მწირის ცა, ვარსკვლავები.

არ გადიღო წვიმამ გზამდე,
ტალახებს ვერ დავზელდი,
და თავიდან ფეხებამდე
მასხა, ძლიერ დავსველდი.

მე გავცივდი. ავადა ვარ,
ძლიერ, ძლიერ ავადა.
ის მწარე დღე, გსურს თუ არა,
მოვა თავისთავადა.

დღე გაფითრდა იგუნდის,
დგას ღრუბლების ჯგუფები.
რაგინდ დიდი გული გქონდეს,
მაინც დაღუპები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გამოცოცხლებახარობს გული, ხარობს გული იმას, რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას. რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი (იყო მს...ქებათა ქება ნიკორწმინდასმაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც აა...იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებსვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრ...ელეგიაწვიმის წვეთები დასცურავენ ფანჯრის მინებზე, ქარი ვედრებით კარებთან დგას: “გამიღეთ კარი!” რა ადრე გაჰქრა გა...დღეთა კარებთან ვდგავარ წუხილითდღეთა კარებთან ვდგავარ წუხილით, ელვამ აანთო ცეცხლის ბუგრები, ცა მემუქრება ჭექა-ქუხილით, მე დამუნჯებით ცას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026