kids.ge logo

მელია და მამალი

ფავორიტებში დამატება
ორშაბათ დილა გათენდა,
რა ავი დარი დგებაო,
ეს ჩვენი წუწკი მელია,
საომრად ემზადებაო!

წავიდა იქ მიცუნცულდა,
სადაც მამალი ჯდებაო:
- პატარა ხორცი მიბოძე,
მელას გზა გაევლებაო.

- შენ ჩემს ხორცს როგორ შეირგებ,
ყელს ძვალი დაგადგებაო.
ჩემს პატრონს კარგი თოფი აქვს,
მეხივით გავარდებაო!

- მეც კარგად ვიცნობ შენს პატრონს,
უყვარს მუცელზე გდებაო,
თოფი კაჩხას უკიდია,
ჩახმახი უჟანგდებაო,
თუნდ მუგუზალი დადოს,
მაინც არგავარდებაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თამარ მეფესთამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო, საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, - შენ იყო მთელი ხ...გულსა მომაწვა ვარამიგულსა მომაწვა ვარამი ვით ნაგუბარი წყალიო. რა მალე შევწუხებულვარ, გუნება მიძე მყრალიო; გამაგრდი, გულო, გუნ...არ მარგოარც არა მარგო ტირილმა, არც არა ცრემლის დენამა, აჯობა ისევ სიცილმა, ლაქარდიანმა ენამა. გამხიარულდით, სწორე...ყიყლიყო, მამალო!ყიყლიყო, მამალო! ოქროსბიბილოვანო, კოხტა დეზებიანო. რატომ დგები ადრიან და მოჰყვები ყივილსა, რატომ უფრთხობ ...ომში წასვლა მას უხარისომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო....
„კაიონი“
ნახატის ავტორი:
ბარბარე ციშუკ (7)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ხალხური. ლექსი „მელია და მამალი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026