kids.ge logo

ან-ალვაო ტანადობით

ფავორიტებში დამატება
ან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა;
გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა;
ენ, ელვარე, ბადრო მთვარევ, ვინ, ვის ეწყინა შენგნით წყენა;
ზენ, ზილ კამო, გიშრის თმაო, ჱაე, ჱაერთ იწყო ფრენა;
თან, თურან, ინ, ისარნი, სიცხოვლით დაგიწვავს შენა!
კან, კვდარი ვარ შენის ეშხით, ლას, ლამაზო მომიგონე;
მან, მიშვრები, თვალთა ცრემლი, ნარ ნაღვაწლიც მამიგონე;
ჲიე, ჲინდის ხემწიფეო, ონ, ოდესმე დამიკონე;
პარ, პირზედ გასხედან ხალნი, ჟან, ჟურვილით თვალთ მიმონებ;
რაე, როდის ვერ გიხილე, სან სურვილმან არ მასვენა!
ტარ, ტურფა ხარ მშვენიერი, უნ, უდროოთ გევხარ მთვარესა;
ფარ, ფერადათ აყვავდები, ქან, ქალნი გისხედ გარესა;
ღან, ღრუბელში ანათობ, ყარ, ყარყარობ სხვის არესა;
შინ, შემრისხავ უმიზეზოდ, ვინ, მერ მოველ შენს არესა;
ცან, ცუდია ეს სოფელი, ძილ, ძილმან არ მასვენა!
წილ, წამებო, ესეც კმარა, ჭარ, ჭირადათ, ვიქმენ ხელად;
ხან, ხილვასთან ედარები, ჯან, ჯილჯიყობ მარგალიტსა;
ჰაე, ჵოე, როს გახშირდა, ბესიკს ესმა შენგნით ყენა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მირიან ბატონიშვილსრაიცა, განათლებულო, გებრძანეს ჩემგან წერითა, - ასჯერ მადლობით მკითხველი. მე ვერა გავძეხ მზერითა ქება მოგი...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...მოვედ აწ ძმაომოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად: მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად, ...ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...რა გული დავაგე შენად სარებლადრა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით! ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად, მისთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026