kids.ge logo

რა გული დავაგე შენად სარებლად

ფავორიტებში დამატება
რა გული დავაგე შენად სარებლად,
მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით!
ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად,
მისთვის თავს შეგწირავ მითამ არებით!
როს ვარდი მიშალე და მანდარია,
მით მოჰკალ ბულბული და მან დარია;
კვლავ ემი სალბუნი დამანდარია;
თუ მწყლავ, ნუ განმაგდებ მითამარებით!
მე იგი ვარ, ოდეს ამარეს არა,
არ იდრიდი მთენთა ამარეს არა.
აწ არღა მომხედე ამარეს არა,
მე სხვათ მიცნობ სხვისა მითამარებით!
ან არ მნახო მრხეო დარედა,
ვინ უწყალოდ გული დარედა!
შენთვის მკვდარს ყარიბზედ დარედა,
ნუ თუ კვლავ მაცოცხლო მითამ არებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბულბულის შურსაბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი, მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ვარდის ეკალი გულს...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...ანბანთ-ქებაარს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, იალ კმობით, ლალ-მინობით, ნებ-ორბობით პირ-ჟირობი...ბაიათიაწ, ვიწყო ბაიათი, რტოს გძღვნიდე ბაიათი! გიშრის მშვილდის მოზიდვით ისარს მკრავ ბაიათი! სახედ მომცა მანათა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026