kids.ge logo

ბაიათი

ფავორიტებში დამატება
აწ, ვიწყო ბათი,
რტოს გძღვნიდე ბათი!
გიშრის მშვილდის მოზიდვით
სარს მკრავ ბათი!
სახედ მომცა მანათა,
ელვარებით მანათა,
შვიდ ციურთა ელვარეთ
გარდამატა მან ათა.
მელნის ტბისა მორევსა
მზე შვენებით მორევსა;
ჩემის სევდის სალბუნსა
თვისის ხელით მთრევსა!
ზამბახ-ყელი სურისა;
მისი ტრფობა მსურისა!
არღავნისა ბაგედგან
შენ შარბათი სუ რისა?
ალვა რგულია ხისა,
მჯობი ყოვლი სახისა!
ერთხელ მთქმელი ვახისა
და ათასის ახისა!
როს წამი მხვდეს დარული?
თვალთ მიცა და რული,
გული იწყლა უბრალოდ,
სისხლი სდინდა დარული!
საყვარელი ვარ დისა,
ტატანივით ვარდი სა!
ბრწყინვალება მაცვიფრებს
და ბაგენი ვარდისა!
ველს მაღნარსა მებარა,
სიცოცხლითა მებარა;
ლალს მწყერი მიჰქონდეს,-
რათღა მერქვას მე ბარა?
სურვის ეშხი მას რევდა,
შაქარ-ყანდი მას რევდა,
პირს ებადა საფირონს,
ხმა უხელით მას რევდა!
ცეცხლი კვლავ მწვავს დაგულსა;
მაღრიტებრ მზევ დაგულსა!
მარავს ვისი მწუხარობს:
რამინ ეტრფოდა გულსა!
თეთრ მარმარსა ებანა,
სირინს ტკბილად ებანა;
სრათა ჰქონდა ედემი,
ცად სამყარო ებანა!
აწ განცხრომა მეშალა,
შაჰშრა ქუფრად მეშალა;
დღე რა იქმნა მიმწუხრი,
სუდარი ტანს მეშალა!
გვერდს ლახვარი დამეცა,
ტრფობის ბედი დამეცა.
შენ ანგელი და მეცა!
სად ქვეყანა სუფევდეს,
შენც იქ იყავ და მეცა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მნათობთადმიჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო: რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო, ან არ კეკლუცნი ...მე სული ჩემი ფეშქაშადმე სული ჩემი ფეშქაშად შენთვისცა შემიწირია. შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე მაქვს გასატანი პირია. დაო, შენც იცი...გიშრის ნავნიგიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ, ირისენი მთვარეზედ კამარობენ, ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ, მათ-თან ჭ...ანტონი კათალიკოსზედანტონი ბნელთა განმკარგ დღე ერთა ვით ზე; ჱეთერ თვით ირის კამკამ ლმობილ მთენ ნაზენ; ორონ პეტ ჟამებთ რღვწილთ...ნარზედ ზმებივინ არ დიდ-სულობს, სულ-მოკლედ არს ყოვლგან დანაფიცარი; დამკარით პირსა და ტკაცი მიქმენით, თუ ჰსცნათ ვინც არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026