kids.ge logo

გიშრის ნავნი

ფავორიტებში დამატება
გიშრის ნავნი შავთა ზღვათა არობენ,
რისენი მთვარეზედ კამარობენ,
ორნი ტოლნი თანასწორ ბზინვარობენ,
მათ-თან ჭოგრნი აღარად სახმარობენ!

აწ ედემი ტურფად ნარგიზოვანებს,
ასფოდელო მრავალ-ყვავილოვანებს,
სუფთა ქცევით ფერად-ფურადოვანებს;
მრჩობლ ხუმარნი ლამაზ-მოცინარობენ!

მარჩბივნი მარიხნი სისხლის მღვრელობენ,
ყორნის ბოლოს გაშლით მომზიდველობენ,
აბაშ-ინდნი მას გუშაგად მცველობენ,
სათად წამწამს ხშირად შეისარობენ!

მელნის ტბათა აღელვებს შვენებითა,
მშვილდ-რაინდობს ქამანდის ჩვენებითა,
უკვდავებას მოგვცემს ხელოვნებითა;
თვით-მპყრობელნი ჩემზედ კეისარობენ!

ლამპარად გვამისა ეს იცხადების;
მის მსგავსი მარავსა იბადების;
მასთან მყოფი ნიდაგ განახლდების.
ქვეყანასა აწუხებენ, ხარობენ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანბანთ-ქებაარს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, იალ კმობით, ლალ-მინობით, ნებ-ორბობით პირ-ჟირობი...მზე-ჭაბუკ ორბელიანსდამპალო ლეშო, თვალ-ხენეშო, გულ-ღადარაო, ეშმაკთ ბუდეო, ბეჭ-მრუდეო, კერპთ სადარაო, არ უზიანო, კუზიანო, მაწუ...ბაიათიაწ, ვიწყო ბაიათი, რტოს გძღვნიდე ბაიათი! გიშრის მშვილდის მოზიდვით ისარს მკრავ ბაიათი! სახედ მომცა მანათა, ...ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026