kids.ge logo

ბოსტნეულის ამბავი

ფავორიტებში დამატება
ერთმა დისახლისმა
მორა ბაზარი
და შინ ძლივს მოტანა
ტვირთი უზარმაზარი.
კალათაში ბოსტნელი
წყო მრავალნარი -
ი რა:
თავის ბედით კმაყოფილი -
გაბერილი კარტოფილი.
ტკბილი, როგორც შაქარი -
სისხლისფერი ჭარხალი.
თითქოს უკმაყოფილო
თავმომწონე სტაფილო,
და კომბოსტო ბურთისხელა -
ხრამუნა და ასფურცელა.
ოხრახუში, მუხუდო...
ბოსტნელის ლოდინში
სულს ღაფავდა ქოთანი,
ვება და უქუდო,
ბევრჯერ ნაქოთქოთარი.
მაგიდაზე ატყდა დავა,
დიდი სიცილ-ხარხარი.
- ვინ სჯობია ქვეყანაზე -
კომბოსტო თუ ჭარხალი,
- ვინ სჯობია - კარტოფილი,
თუ მუხუდოს მარცვალი,
- ვინ სჯობია - ოხრახუში,
თუ სხვა რამე ახალი!
მაგიდზე ატყდა ჩხუბი,
დავა, აყალმაყალი,
გაიბერა კარტოფილი,
წამოენთო ჭარხალი,
სულ გაყვითლდა სტაფილო:
- რას ტრაბახობ, ყმაწვილო?!
აშრიალდა ოხრახუში,
რაღაც უთხრა ჭარხალს ყურში;
წამოენთო ჭარხალი,
მაგრამ უცბად მაგიდაზე
მიწყდა სიცილ-ხარხარი!
სად იყო და სად არა
უცბად დისახლისმა
ერთი დანა ალესა -
ჯერ ყველაზე პატარა
განზე გამდგარ სტაფილოს
დანით მილერსა.
შემდეგ მისწვდა კომბოსტოს,
კარტოფილიც გათალა,
არც მუხუდო დაივიწყა,
გაარჩია პატარა.
თავმომწონე ოხრახუშიც
თავზე გადააყარა...
იღო და ერთ ქოთანში
მოსახარშად ჩაჰყარა.
ქოთანს თავი დახურა -
ბევრჯერ ნაქოთქოთარი.
- ქოთ-ქოთ!
- ქოთ-ქოთ!
ხმა გაისმა -
აქოთქოთდა ქოთანი.
ერთმანეთში აირია
კომბოსტო და ჭარხალი,
კარტოფილი, ოხრახუში
და მუხუდოს მარცვალი.
და მომგვრელი
ტკბილი მადის
უკვე მზად გვაქვს
შეჭამანდი.
ბა, კარგად მოგონე -
ამ კარგ წვნიანს
შენ არ ჭამდი?!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026