kids.ge logo

იადონს ის ევარდა

ფავორიტებში დამატება
დონს ის ევარდა
და სუმბულს ის ევარდა.
თქვა მაისმა: "მე თქვენგან
დაბმულ-ვარ ისე ვარ და!"
შავმან შაშვმან ისტვინა.
პირველ ვინ ჰკლა ის, ტვინა,
ეშყი სმასა შეაკლა,
აშრო ვირემდის ტვინა.
მალაღურმან შალა ხმა;
შევლო გულს მან, შალ ახმა;
დაკონა ღულამბარს,
დასჭრა და მან შალ ახმა.
თუთი ლაღობს რა ღაწვად,
მას ვადარნეთ რა ღაწვად!
ვეჭვ ყაყაჩოს უხარის,
გულს აჩნია დაღაწვად.
გვრიტი ყელსა უგარებს,
არ ავ ხმას აუგარებს,
შეტკბობით შეღუღუნებს,
თვალ-შებნედით გუგარებს.
ნარგიზს დარა მან დარა,
რამცა დარა მანდარა!
ჭიკჭიკდა მერცხალი,
სათზედ დარა მანდარა.
ბაგედ ვსთქვი შენდა ლალო;
ცხოს ხმით გშვენს დალალო!
ჰაერს ტოროლა დაგტრფის, -
შეგბრალდეს შენდ, ალალო!
ნარინჯთა დახეთ, დახედ;
მოკრეფად ახე დახედ.
მაჯნუნმა ხმა შევაწყევ
ტან ალვადა ხედა ხედ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პირველ სიმდაბლეს აღეკარპირველ სიმდაბლეს აღეკარ, მზა ჩვენ ლოცვითა ზენანი, წყალობით ძალთა მფენანი! ვით საწოლს შიგან ურიდად არ გექმ...მირიან ბატონიშვილსგრიგოლ მახსოვს გამატრუკლად, ხუმრობაზე შემაფხუკლად; საბრალო ჰკლეს დანით უკლად, უწოდებენ კრემენჩუკლად; თუ მ...სევდის ბაღსსევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა...სოლომონ მეფის ეპიტაფიაადამის ძმითმან მიწა თქმისა სმენამან მომატყვა ხმაი, ურჩებითა შვებული; მომსხლა უწყალმან სამოთხით დავითისით ...სტვენს ბულბულისტვენს ბულბული ვარდსა ზედა, ხმა საბრალოდ მეამედა; კოცნა ვეღარ გაებედა საბრალო აირა, ხმა დამთვრალო აირა, მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026