kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

თეთრად გადახატულა
ბაღში ჩვენი ხეხილი,
დარბის ფისო ხატული,
გადათელა ჯეჯილი.

აგერ, ბაბუ ფუსფუსებს, 
ვაზის ძირებს დასცქერის,
ბებო ამბარს მიადგა
გობითა და საცერით.

ბაბუს ჭიგოს მივაწვდი,
გუშუნ მისთვის გავთალე,
ბებოსათვის ვიქნები
ხელჯოხი და სათვალე...

სოფლად უცებ ღამდება,
შრომაში და თამაშში, 
არ გეწყინოთ დედიკო, 
ვერ წამოვალ ქალაქში!

მალე დიდი გავხდები,
ერთ შვილს არ დავჯერდებით,
თქვენთან გამოვაგზავნი,
როცა დამიბერდებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რას გაუგებ ბუნებას ჯერ კვირტები გამოიღო, შემდეგ-ბევრი ყვავილი, ცოტა ხანში ყვავილიდან პაწაწინა ვაშლები, მის ტოტებზე შემსხდარ ...ძამიკოდედას ბავშვი ასტკივდა მუცელში რომ უზის, ოთარიკო მიყიდეს მე მშობლებმა გუშინ. ფასზე ვეღარ შეთანხმდნენ მთელი...ნაჩუქარი ცხენინინიკო და გიორგი დავობენ და როგორ: -ხომ მაჩუქე ეს კევი რატომ მართმევ გოგო?! დედამ უთხრა:-ნინიკო რომ აჩუქე...კიჭიშემოდგომის ერთ დილას, ამოაძრეს კიჭი, აატირეს ქალივით, ეს ვაჯკაცი ბიჭი! -შენი კბილი თაგვს მიეცი, ჩუ, ნუ სტ...თაფლიმე და ბაბუმ სოფელში, გავაკეთეთ სკები. მოვაშენეთ ფუტკარი და თაფლითა ვტკბებით. ჩიტი ფეფო დაგვძახის: -ნუ იქნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026