kids.ge logo

მზე შინა

ფავორიტებში დამატება
მზე შინა და მზე გარეთა,
მზევ, შინ შემოდიო.
კივლია მამალსაო,
მზევ, შინ შემოდიო.
გათენდი, თუ გათენდები,
მზევ, შინ შემოდიო.
მზე დაწვა და მთვარე შობა,
მზევ, შინ შემოდიო.
ჩვენ ვაჟი დაგვბადებია,
მზევ, შინ შემოდიო.
დუშმანსა ქალი ჰგონია,
მზევ, შინ შემოდიო.
ვაჟის მამა შინ არ არი,
მზევ, შინ შემოდიო.
ქალაქს არი აკვნისთვინა,
მზევ, შინ შემოდიო.
ვაჟის მამას მოუხდება,
მზევ, შინ შემოდიო,
თეთრი კაბა ატლასისა,
მზევ, შინ შემოდიო,
ცხენზე ჯდომა, ჯირითობა,
მზევ შინ შემოდიო,
ყაბახს სროლა, ბურთაბა,
მზევ, შინ შემოდიო.
მზევ, შემოდი ბაკებსაო,
მზევ, შინ შემოდიო,
ცხვარს დაგიკლავ მაკესაო,
მზევ, შინ შემოდიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მარტო ვარ, მარტო ვიმღერიმარტო ვარ, მარტო ვიმღერი, არავინა მყავს მობანე. მაისის წვიმავ, წამოდი, გულის სევდისგან მობანე, ნიავო, წყნ...თამრიკო კარი გამიღეთამრიკო კარი გამიღე, ხელში მიჭირავს ქადაო, გემრიელია ძალიან, ბებიკომ მოგიმზადაო....სიკვდილო, სიცოცხლისადასიკვდილო, სიცოცხლისადა თავსა ვერ მოგცემ მუდამა, წავალ, მოვკვდები მინდორში, ბალახი მექნას სუდარად, ყორნები...ქართველო, ხელი ხმალს იკარქართველო,ხელი ხმარს იკარ, გათენდა დღე დიდებისა, თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა. მამულის დახსნის...ყაყაჩოსა სიწითლითაყაყაჩოსა სიწითლითა ყანა დაუმშვენებია, წითელ ნუნუას ვაჟკაცის გული გაუხარებია....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026