kids.ge logo

ვაი დედასა!

ფავორიტებში დამატება
ტყეში გაისმა კიკინი,
შეიძრა მთები სურების,
კუჭგამომხმარმა ტურებმა
გამოფხიკეს ყურები.
სორობიდან გამოძვრნენ,
ბაგუნდათ გულები,
გაიხედ-გამოიხედეს,
დაზვერეს გზები ურები.
ცებ წაწყდნენ ბეკეკას,
დრო აღარ იყო ყურების,
თონეში ცეცხლი ჩაანთეს,
დაცხვეს დედას პურები,
მოპატიჟეს სტუმრები,
მოხადეს სავსე ჭურები.
ვაი დედასა! სად იყვნენ
ბროლიბი და მურები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026