kids.ge logo

დათვის ბელი

ფავორიტებში დამატება

- დათვის ბელი სად მიდის
მოდენა ჩანთით?
- სად მიდის და სკოლაში.
- თან რა მიაქვს?
- თაფლი!

- კიდევ?
- ბლომად მოცხარი,
ამდენივე პანტა,
წიგნებისთვის ჩანთაში
ადგილი არ დარჩა.

თანაც ისე ზოზინით
მიუყვება ბილიკს,
სადაცაა გამოვა
ბოლო გაკვეთილიც.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა ქნას ყვავმა- აგვიკელი ჩხავილით, ყურთასმენა წაიღე, საამაყოდ რომ არ გაქვს საქმე, ვეღარ გაიგე? - მე ის ყვავი არა ვარ, ჩ...თერძი მელათერძი ვარო, იკვეხნიდა კუდფუმფულა მელია: - საქმე თავზე საყრელი მაქვს, ჯერ არ შემომლევია. ჩემთან დადის ცხოვ...კოკლოზინააღარმინდა ამდენი სტაფილო და ჭარხალი, გავიზრდები ისედაც ღონიერი, მაღალი. ჩემი ძაღლი გინახავთ ? ძლიერია, ჭკ...ხაჭაპურიაი ცომი, ყველის გუნდა. ხაჭაპური ყველას უნდა! გარჯა ვის არ ეზარება? გააბრტყელოს ცომი ხელად! - შიგ რას ჩავდ...მარტორქაგაგონილა, მარტორქავ, ჭამა მუდამ მარტოკა?! სხვებსაც გაუნაწილე! ვერა ხედავ? მელია გაძვალტყავებულია, სარჩო შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026