kids.ge logo

კახეთს

ფავორიტებში დამატება
მაღალ-ახადით გავხედავ,
სამოთხეს კარი ეღება:
ლავერდი სჩანს, კახეთი,
ჩემის სამშობლოს შვენება;
გულში ამოხდა ცისკარი,
ღამემ დაწყო თენება.

მომინდა ძველის დრობის,
გარდასრულ გმირთა ხსენება.
მათ აჩრდილთან ლანდადა
მკლავებიც მომეჩვენება,
ხმლითა და ფარით შემკული,
მამულის მტერზე ტევება.
დავლიო შესანდობარი,
ოცნება მომეფერება.
სმით გავძეღ, მოგონება კი
გულს საკუნოდ ენება.

რაზმი და რაზმი ფიქრების
გარს შემომერტყა ნისლადა,
ღარ მაცლიან ავწონო,
რაც მომივიდა ფიქრადა.
ტალღა აწვება ტალღასა,
ჩემს გულს იხდიან ბინადა,
თას ნაწილად დაიჭრა
ერთად ნაგრძნობი წინადა.

თვალს ვერ ვაცილებ ბახტრიონს:
აყვანილი მყავ შვილადა,
ნატბევარია სისხლისა,
დღეს განისვენებს ტკბილადა;
ლუხუმ-ზეზვასებ ერთგული
მას ეყოლება ძვირადა!
ოცნება ბახტრინისა
მონასტერშია მწირადა.

თვალს დავაყოლებ ალაზანს,
ქცეულსა ბევრჯელ სისხლადა,
ველს, ოქროს მტევნად წოდებულს,
აჰკიდებია კისრადა
გაღმა-გამოღმა სოფლები,
თავის სიცოცხლედ, იღბლადა.
ფილტვად აქვს კახეთს თელავი,
ხოლო სიღნაღი — ღვიძლადა,
პირის-პირ დაყენებენ
კავკასიის ქედს ჯიბრადა
იმ თავის ციხე-გალავნებს,
ნაგებებსა მკვიდრადა.
ჩვენია ჩვენი ქვეყანა,
თუ ვის სხვას ერგო წილადა?
ქედ-დახრილნი ვართ, ბეჩავნი,
შთენილნი განაწბილადა.

წიწამურს, კიდით-კიდემდე
გართხმულს ალაზნის ველადა,
მე ვსახავ სული-წმინდადა,
მოფენილს კახთა მცველადა.
დღეს სად არიან, ვისაცა
ჩვენი დაღუპვა ეწადა?
რა ირგეს? — სხვა არაფერი,
მხეცები დარჩნენ მხეცადა!
ჩვენი ტანჯვის და ვაბის
ლი აუშვეს ზეცადა.
ჩვენ ბევრი გვავნეს, თავის თავს
ვერ არგეს ერთი ბეწვადა.
რა დაჰრჩესთ ან დღევანდელებს
შემდეგში დასაკვეხადა!

დავცურავ ფიქრის ზღვაშია,
ტალღა პირში მცემს სილებსა,
ბედ-იღბლის ვერაგობაზე
მაოდ ვაღრჭენ კბილებსა.

ვაყენებ კი ტირილით
გარდასრულ ქართვლის გმირებსა?
ხმალს ვინც იქნევდა, კვდებოდა
მკლავზე სისხლ-გადამდინარი,
ვინც ვერა სთმობდა მამულსა,
მტრის რაზმში ელვად მფრინავი,
“არ მოგცემთ ჩემსა სამშობლოს.”
მირანის ხმით მგრგვინავი.
კვდებოდა პირზე ღიმილით
მაზე მეტი ბევრადა,
რაც კახეთს მწვანე ამოვა
ტურფა ყვავილთან ერთადა
მასის დამდეგებში
მთა-მინდორ-ჭალა-ველადა.

დღეს გმირთა შესანდობარსა
მთები-ღა ჰსვამენ მაღლები,
რადგან კახეთში კახთათვის
დაცარიელდა მარნები.
ის მთები კავკასიისა, —
მკვდარი კახეთის ზღუდენი,
კვარცხლბეკი შავის ნისლების,
სად არწივთა აქვთ ბუდენი.
ჩემი ბავშვობის ოცნება —
ბარტყი — გაზარდა ორბადა,
ზარმაზარის მხრებითა,
კიდით-კიდემდე ზორბადა,
თავზე დაჰბრუნავს კახეთსა
გულმტკივნელი, მშობლადა.
და რომ არ იყოს ტანჯვითა
სულ მუდამ ისე ობლადა,
ლავერდს გიორგისა სთხოვს,
ბოდბეში — წმინდა ნინოსა,
რომ იმათ მეხებითა
კახთ სხივი მოფინოსა;
მეტი ისწრაფონ სწავლისკენ,
ნაკლებსა ჰსვამდენ ღვინოსა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...ვინ არის კაცი?კაცი ის არის, ცხოვრება ვინც გაატარა ჭამაში და კაცის დანიშნულება მხოლოდა ჰპოვა ამაში. კაცი ის არის, ვინაცა...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026