kids.ge logo

დათვის დარიგება

ფავორიტებში დამატება

დათუნიას შემოუსხავს უღრან ტყეში,
თვის ოთხი ყავისფერი, კოხტა ბელი.
რიგებს და ასე მოძღვრავს თვის შვილებს-
დაიხსომეთ რასაც გეტყვით ყველაფერი.

არ დაჩგროთ არასოდეს თქვენზე სუსტი,
კეთილ გულში ბოროტება არ გაივლოთ.
სხვისი ტანჯვა არასოდეს გახარებდეთ,
დაეხმარეთ, ვინმეს უჭირს, რომ გაიგოთ.

არც იფიქროთ, რომ მოპაროთ საწყალ ფუტკრებს,
დიდი შრომით ნამზადები ტკბილი თაფლი
ბოროტებით არასოდე გაისვაროთ,
სიკეთისთის ნაბოძები ოთხი თათი.

მოპარული არ გინდოდეთ არაფერი.
დაიხსომეთ დედა დათვის ეს ვედრება.
შენი შრომით, შენი ოფლით მოპოვებულს
ქვეყანაზე არაფერი შეედრება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამასვინ თქვა, რომ მაიკოს არ უნდა ლექსები, ვინ თქვა, რომ მამიკოს არ უნდა ალერსი. მე თუ კარგადა ვარ სითბო აქვს ...პატარა ბიჭის ნატვრასამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს, შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს! და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს, რომ ცხინვალი ...გაზაფხულიაფერადდა აისი, მზემ სხივები დახარა. დღეს პირველმა მერცხალმა გაზაფხული გვახარა. დასხდებიან ხეებზე მალე თეთ...პატარა ქართველებიჩვენ პატარა საქართელოს მომავლიდან მოვდივართ. ჩვენი ქვეყნის ძლიერების და სიკეთის მდომნი ვართ. ჩვენ სამშობლ...პრანჭია გოგომაქვს ბევრი საყურე, ფერადი წკაპები. მძივები, ბეჭდები, ფრიალა კაბები. ლამაზი ჩანთები და “საპრანჭავები” ფერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026