kids.ge logo

დათვის დარიგება

ფავორიტებში დამატება

დათუნიას შემოუსხავს უღრან ტყეში,
თვის ოთხი ყავისფერი, კოხტა ბელი.
რიგებს და ასე მოძღვრავს თვის შვილებს-
დაიხსომეთ რასაც გეტყვით ყველაფერი.

არ დაჩგროთ არასოდეს თქვენზე სუსტი,
კეთილ გულში ბოროტება არ გაივლოთ.
სხვისი ტანჯვა არასოდეს გახარებდეთ,
დაეხმარეთ, ვინმეს უჭირს, რომ გაიგოთ.

არც იფიქროთ, რომ მოპაროთ საწყალ ფუტკრებს,
დიდი შრომით ნამზადები ტკბილი თაფლი
ბოროტებით არასოდე გაისვაროთ,
სიკეთისთის ნაბოძები ოთხი თათი.

მოპარული არ გინდოდეთ არაფერი.
დაიხსომეთ დედა დათვის ეს ვედრება.
შენი შრომით, შენი ოფლით მოპოვებულს
ქვეყანაზე არაფერი შეედრება.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„მამული, ენა სარწმუნოება“ მუდამ გახსოვდეს -არ უღალატო თუნდ შეიცვალოს ბვერი დროება, მშობლიურ ენას, საქართველოს და მართლმადიდებელ სარ...ბებიაროგორ შემიძლია ბებო არ მიყვარდე, როგორ დაგიკარგო ამაგი. სულ რომ არაფერი, მშობელი მაჩუქე, ეს არის ყველაზე ...დედიკონათუ როდისმე გაწყენინე ახლა ვითხოვ პატიებას. შენ შვილს ცუდი საქციელი ვიცი, არ მეპატიება. დღე და ღამე მარიგე...აფხაზეთომამის მკლავივით ძლიერო და დედის ნანასავით ერთადერთო. ჩემო უნაპირო სიყვარულო, ჩემო მონატრებავ-აფხაზეთო. სი...ანანომამიკოს ნებიერა ვარ. დედიკოს გულის მალამო. ბაბუას მომღერალი და ენაჭიკჭიკა ანანო. ვიცი ვჯიუტობ ხანდახან, ზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026