kids.ge logo

ვინ რა ჰქნა?

ფავორიტებში დამატება
წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით?
გადარია ნაკადული,
დიდ მდინარედ გადაიქცა,
მის წვრილ ღარში ჩაკარგული.

თოვლის ფიფქმა თეთრად , თეთრად,
გადაპენტა არე მარე,
გუნდაბენ ონავრები,
და გამორბის ყველა გარეთ.

იმ ვერაგმა, საძაგელმა,
ქარბორბალამ რა ჰქნა იცით?
დაამტვრია ტოტები და
არ ეშვება ხარხარს, სიცილს.

ყინვამ, იცით რა ჰქნა ყინვამ?
ძვალ რბილში რომ უცებ ატანს,
სახალწლოდ ფანჯრის მინა,
ყვავილებით მოგვიხატა.

მზის სხივმა კი რა ჰქნა იცით?
დედამიწას სითბო მისცა,
გაღიმა, ქვე დაეშვა,
და ენძელა გააღვიძა.

იმ ჩიტუნამ, რომ ჟღურტულებს,
რომ ჭიკჭიკებს, ძლიერ ანცობს,
ცით რა ჰქნა იმ მერცხალმა?
გაზაფხულის მოსვლა გვამცნო.

ხოლო სიომ მონაბერმა,
სიყვარულსა მისცა ბანი,
დაბერა ნაზად,-ვარდსა,
ჩახუტა ის შროშანი.

დილის ნამმა რა ჰქნა ნეტავ,
შევეკითხოთ თვითონ მასა,
სთქვა, რომ მწყურვალ ყვავილებსა,
ცის ნაჟური წყალი ასვა.

ყველა შრომობს,საქმიანობს,
რაღაცას ჰქმნის,-უკვე იცი,
ყოველ დღე რომ ვინმეს არგო,
მიეც შენს თავს ბიჭო ფიცი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზარებიბავშვებს სკოლისკენ უხმობენ, რეკენ ჟღრიალა ზარები, თავქუდმოგლეჯით გარბიან, ცელქები, აბეზარები. მიისწრაფვია...ბელი და სანდლებიჰა მეზღაპრეც გამოჩნდა, ჩიტიც უსმენს ბუდიდან, ისე კარგი ზღაპარი, ამოიღო გუდიდან. ********** სიხარულსა ვერ ...არაჩვეულებრივი კონცერტიშეიკრიბა ერთ მუშტად, მომღერალთა დასი, უნდათ ყველას აჩვენონ, მათ სიმღერის კლასი. ყვანჩალა და ჭრიჭინა, კრაზ...მზემ მოიკრიბა ძალ-ღონემზემ მოიკრიბა ძალ-ღონე, გახია ღრუბლის ვუალი, შეგვპირდა,არ მიმაგვატოვებს, ყოველ დღე თქვენთან მოვალო. თვალს...მდინარემთის კალთებიდან ეშვება, წყარო სუფთა და ანკარა, გზაში იზრდება,დიდდება, ის წყარუკელა პატარა. მთას ვერ ელევა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026