kids.ge logo

ბებია

ფავორიტებში დამატება

როგორ შემიძლია ბებო არ მიყვარდე,
როგორ დაგიკარგო ამაგი.
სულ რომ არაფერი, მშობელი მაჩუქე,
ეს არის ყველაზე მთავარი.
შვილს დაგავიწყებსო თურმე შვილიშვილი,
გულში სიხარულს ვერ იტევ.
ბებო მომენატრე, მოვალ, დაგიკოცნი
შრომისგან დაღალულ თითებს.
ჭაღარას დავკოცნი შენს თმებში გაჩენილს,
შენს შუბლზე გაჩენილ ხაზებს.
იმ გულს მოვეფერო მინდა სიყვარულით,
შვილიშვილები რომ ავსებს.
ვიცი ბევრი ღამე ჩემთვის გათენე,
დედასთნ ერთდ რომ მზრდიდი.
და თუ ვერ გითხარი, ახლა გეუბნები:
-ბებიკო, მადლობა დიდი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედიკონათუ როდისმე გაწყენინე ახლა ვითხოვ პატიებას. შენ შვილს ცუდი საქციელი ვიცი, არ მეპატიება. დღე და ღამე მარიგე...დათვის დარიგებადათუნიას შემოუსხავს უღრან ტყეში, თვის ოთხი ყავისფერი, კოხტა ბელი. არიგებს და ასე მოძღვრავს თვის შვილებს- ...აფხაზეთომამის მკლავივით ძლიერო და დედის ნანასავით ერთადერთო. ჩემო უნაპირო სიყვარულო, ჩემო მონატრებავ-აფხაზეთო. სი...შემოდგომასხვანაირი შემოდგომა იცის ჩვენში, მზის სხივების ნაჩუქარი ფერი მეტობს. სხვა გემო აქვს ჩემი ქვეყნის ხილს და ...პატარა ვაჟკაციდედი გეზრდები ვაჟკაცი, დარდი არ გქონდეს რამის. მსურს პატიება ვითხოვო ბევრი უძილო ღამის. შენმა ზრუნვამ და ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026