kids.ge logo

გაბუტული ნატო

ფავორიტებში დამატება

ბებომ გული გამიწყალა,
მიკრძალა თამაში.
მსაყვედურობს, ნუ ცელქობო,
ნუ დადიხარ ტალახში;
თორემ დედას დავურეკავ,
წაგიყვანოს ქალაქში...
ჩემო ბებო, ბებიკონა,
ბა, ავი არა ვარო?
აქ, ხომ ყველგან ტალახია,
მიპასუხე, სად ვირო?
არ გავერთო? სახლში დავჯდე?
ეს მომბეზრდა ქალაქშიაც.
ჭამე-ჭამეს, რომ მეძახი,
მე ჯერ სულაც არა მშია;
და თუ აღარ მათამაშებ,
თვითონ წავალ ქალაქშია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026