kids.ge logo

მანანა და ლალი

ფავორიტებში დამატება

მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
ლალი - რაო, ჩემო მანანა?
მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გაცივო,
სევ სურდო დამართო?
მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც,
რაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე,
ქიმი რომ ვიყავი?
მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო,
მადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაბთები?
მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი,
ღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
ღარ გეთამაშები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათუნიაგამარჯობა, დათუნია, რა კარგი ხარ, ლამაზი, ვერ მიცანი? შემომხედე, მე ვარ, შენი თამაზი. ყურადღებას არც კი მ...ავტობიოგრაფიადედიკო მყავს სტუდენტი, მამა - არქიტექტორი, ბებო - თვალის ექიმი, ბაბუა კი - ლექტორი. მიყვარს ბევრი ძილი და...საათი- ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, - იძახის და კედელზე ჰკიდია, დღე და ღამე ისრები მიდიან და მიდიან...... მოვა დედა, შეხე...მღერიან თუშის ბიჭებიმიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, ...შეჯიბრება საღორიის ტყეშიკვირკობ-მარიობის თვეში საღორიის უღრან ტყეში, ნადირთ შორის გაიმართა პირველობა ჭამა-სმაში. იმ შეჯიბრზე თავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026