kids.ge logo

* * *

ფავორიტებში დამატება

კენგურუმ თავის შვილები სწრაფად ჩაისვა ჩანთაში,
დასასვენებლად წაიყვანს, ზღვაზე, სოფელში ან მთაში.
-ისიც ეყოფათ ზამთარში ჩანთაში რომ ისხდებიან,
სადმე კურორტზე წავიყვან ზამთრამდე გაკაჟდებიან.
კოდალამ უთხრა კენგურუს: - კვალი გატყვია გარჯისო,
ფეხით გაუშვი ბავშვები ცოტათი გავარჯიშონ.
რას დაგყავს ჩანთით, შეხედე ჩემს მშრომელ, ჭკვიან ბიჭებსო,
გერ უმცროსი ბარტყიც კი ერთად ცხრა ჭიას იჭერსო.
წყინა დედა კენგურუს, კოდალას უთხრა ბრაზითო:
-შენი ბარტყები ჯობია ჩემს შვილებს შენი აზრითო?
არ იცი რა საშიშია, ბავშვი რომ დედას ცილდება,
მიწაზე დავსვა და მერე ფეხები გაცივდებათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამამამამ პლედი მოიფარა, ვითომ დათვის ბელია, ჰაჰ, ამაზე სახალისო მგონი არაფერია. ახლა პერანგს აფრიალებს აფრია...* * *თეთრი კაბა მაცვია, ვინ მაჩუქა რა ვიცი, კარადაში ვიპოვნე ავდექი და ჩავიცვი. ცოტა გრძელი კი არის, მებლანდებ...საქართველო მიყვარხარჰორიზონტთან მთები ჩანს, ცა - ჰორიზონტს იქითაც, ტბა ისეთი ვიწროა მგონი დალევს ჭიქითაც. გვერდით ძველი ციხე ...დევიდევი რისი დევია, თუ არ დაიღრიალა, დევი რისი დევია, გრგვინვით თუ არ იარა. მერე რა რომ ზორბაა, ატყორცნილა მ...შეყვარებული კუკუ ტრიალებს, ცეკვავს ტანგოს, ხვლიკი ფიქრობს რამე ავნოს... დაუარა განდაგანა, თუ გინახავთ ამისთანა - გაჰკრა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026